• Ƀ/$

ყაზახეთში NASA-ს საინფორმაციო ცენტრი იხსნება

19 სექტემბერი 17:45 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ყაზახეთში NASA-ს ცენტრალური აზიის რეგიონალური საინფორმაციო ცენტრი იხსნება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Trend იუწყება.

ამის შესახებ "ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში დედამიწის ცვლილებების მონიტორინგის, წყლისა და სურსათის უვნებლობის", პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოცდადდა, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ჩატარდა.


კონფერენციის მიზანი კოსმოსურ საქმიანობაში საუკეთესო პრაქტიკისა და ეკონომიკური სექტორების პრაქტიკული პრობლემების გადაჭრის გზების გაზიარებაა.


დისტანციური ზონდირების მონაცემების კიდევ უფრო უკეთესი ანალიზისთვის და გამოყენებითი პრობლემების გადასაჭრელად, NASA- ს მეცნიერებმა ყაზახეთის ჯგუფს ამ სამუსაოს ერთად შესრულება შესთავაზეს.


კრის ჯასტისი, GEOGLAM NASA– ს პროგრამის ხელმძღვანელი ყაზახეთის დისტანციური ზონდირების სპეციალისტების მუშაობას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია ყაზახეთში მირებული კოსმოსური მონიტორინგის შედეგები დედამიწის გლობალური მონიტორინგის ბაზაში უნდა შევიდეს.


კონფერენციის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია საგზაო რუქის მიღება, რომელიც ტექნოლოგიების გადაცემასა და NASA– სთან შემდგომი მუშაობის დაგეგმვას ისახავს მიზნად.


 


 


სხვა სიახლეები