• Ƀ/$

რუსეთის დუმამ კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა

19 სექტემბერი 17:22 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთის სახელმწიფო დუმამ კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.

"კასპიის ზღვას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და სტრატეგიული დანიშნულება აქვს",- განაცხადა რუსეთის პარლამენტის ქვედა პატალის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.


მისივე თქმით კასპიის ზღვა რუსეთის ფედერაციას, აზერბაიჯანს, ირანს, ყაზახეთსა და თურქმენეთს აკავშირებს. 


ვოლოდინმა კონვენციის ხელმოწერა მონაწილე ქვეყნების ”დიპლომატიის მნიშვნელოვან მიღწევად და მეგობრული ურთიერთობების დადასტურებად” მოიხსენია.


კონვენცია ასევე „განსაზღვრავს გადაზიდვების რეჟიმსა და წყლის ფართობის კოლექტიურ გამოყენების წესს“, ადგენს „კასპიის ზღვაში ერთობლივი საქმიანობის ძირითად პრინციპს - ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებას ყველა სფეროში“, აღნიშნა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ.


კონვენციას კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ ხელი მოაწერეს აზერბაიჯანმა, ირანმა, ყაზახეთმა, რუსეთმა და თურქმენეთმა, 2018 წლის 12 აგვისტოს, აკტაუში, კასპიის რიგით მე-ე სამიტზე.


სხვა სიახლეები