• Ƀ/$

დიდუბეში ე.წ. კარაჩაროვის ლიფტების ჩანაცვლება მიმდინარეობს

19 სექტემბერი 17:48 | მედია ბიზნესისთვის - M2B

დიდუბის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ექვს მისამართზე ე.წ. კარაჩაროვის ლიფტები ახალი, თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა.


პროექტი დიღმის მასივის მე-3 კვარტლის პირველ ა და ბ, ასევე, მე-11 და მე-18 კორპუსებში, მე-6 კვარტლის 22-ე ბ კორპუსსა და აგლაძის ქუჩის N39ა-ში განხორციელდა.


დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


„დიდუბის რაიონში ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია და ახლით ჩანაცვლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია. მიმდინარე წელს 17 ლიფტის რეაბილიტაცია განვახორციელეთ, ხოლო ექვსი ლიფტი ახლით ჩავანაცვლეთ. მინდა მივმართო იმ ამხანაგობებს, რომელთაც აღნიშნული პრობლემა აწუხებთ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების საშუალებით განცხადებით მოგვმართონ, რათა არსებული პრობლემის მოგვარება შევძლოთ“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.


ლიფტების ჩანაცვლების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, რომლის ღირებულებამ 240 000 ლარი შეადგინა.


სხვა სიახლეები