• Ƀ/$

ისრაელში ახალი მთავრობის ფორმირებას ნეთანიაჰუს გარეშე გეგმავენ

19 სექტემბერი 17:55 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ისრაელის ცენტრისტულ ბლოკ „კაჰოლ ლავანის“ ლიდერმა ბენი განცმა, ფრაქციის პირველ სხდომაზე გამოსვლისას პირობა დადო, რომ ერთიანი მთავრობის ფორმირებას მოახდენს. ამის შესახებ მან 17 სექტემბერს განაცხადა.

"ისრაელის მოსახლეობა ერთიან მთავრობაზე საუბრობს. ჩვენ ხალხის სურვილი უნდა დავაყენოთ პირველ ადგილზე. გადაწყვეტილი მაქვს შევქმნა და ვუხელმძღვანელო ფართო, ლიბერალურ მთავრობას. ხელისუფლების ფორმირება უკვე დაიწყო. პირადად მე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს მის ჩამოსაყალიბებლად და ამ მხრივ ზეწოლას არ შევამცირებ. ქვეყნის მოსახლეობამ თავის სიტყვა თქვა. ჩვენ მსხვილი პარტია ვართ და დამოუკიდებლად მოვახდენთ ხელისუფლების ფორმირებას“, - განაცხადა განცმა თელ-ავივში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.


ამავდროულად პარტია „იეშ ათიდის“ თავმჯდომარემ, იაირ ლაპიდმა განცხადება გააკეთა: „ჩვენი მიზანია შეიქმნას ერთიანი, ეროვნული, ლიბერალური მთავრობა.  ეს პირობა არ არის, რომელსაც ჩვენ ლიბერმანი გვიყენებს. ეს არის ის, რის გამოც მივედით არჩევნებზე. გვსურს შევქმნათ ერთიანი ხელისუფლება, ლიბერმანთან, „ლიკუდთან“ და სხვა პარტნიორებთან ერთად. ნეთანიაჰუს გარეშე. მხოლოდ ეს ადამიანი უშლის ხელს ასეთი ხელისუფლების ფორმირებას. თუ ბიბი გვერდზე გადგება, ჩვენ გვექნება ასეთი მთავრობა.“


საარჩევნო ხმების 97%-ის დათვლის შემდეგ, პარტია „კაჰოლ ლავანი“ ქნესეთის 120 ადგილიდან 33 იღებს, ხოლო პარტია „ლიკუდი“ – 31. მემარჯვენე პარტიების ბლოკს, რომელსაც კოალიციის შესაქმნელად შესაძლოა ნეთანიაჰუ დაეყრდნოს, პარლამენტში 55 ადგილის მიღება შეუძლია, ხოლო ცენტრისტულ და მემარცხენე პარტიებს „კაჰოლ ლავანის“ ხელმძღვანელობით - 57 ადგილის.


მყარი, სტაბილური კოალიციის ფორმირებისთვის საჭირო მინიმალური უმრავლესობა 120-დან 61 მანდატია.


სხვა სიახლეები