• Ƀ/$

თბილისის უბნების ნაწილს 20 სექტემბერს ელექტრომამარაგება შეეზღუდება

19 სექტემბერი 18:19 | მედია ბიზნესისთვის - M2B

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 სექტემბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კონკრეტული უბნების ჩამონათვალს და დეტალურ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

სამგორის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ვიქტორ კუპრაძის, ღლონტის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.


ნაძალადევის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ჩარგლის, გუდამაყრის, გარიყულის, თიანეთის, ბარამიძის, სიხარულიძის, გამყრელიძის, ქუთათელაძის, ჟღენტის და ჩარხის ქუჩების მაცხოვრებლებს.


საბურთალოს რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გიორგი სააკაძის დაღმართის, ოჟიოს, ვახუშტი ბაგრატიონის, გაგარინის, გოთუას და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ჰაინრიხ კლაპროთის, მარკო პოლოს, კრისტოფერო კასტელის, დავით ბატონიშვილის, ალექსანდრე მაჭავარიანის, არქანჯელო ლამბერტის, ოსკარ შმერლინგის, მეფე მირიანის, პეტრიწის, ფრედერიკ მონპერეს, მაქს ტილკეს, იაკობ რაინეგსის და კრისტიან სტივენის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ჩუღურეთის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, ჩუბინაშვილის, კარგარეთელის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.


გლდანის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების, ნიკო კეცხოველის და ლეო კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.


მთაწმინდის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გომის, თონეთის, ასკანის, იერუსალიმის, ბეთლემის, ჯვარედინის, ჰოვანეს თუმანიანის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ისნის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ბოდბეს, ლუსინიანის და სამასი არაგველის ქუჩების მაცხოვრებლებს.


დიდუბის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, დიღმის სასწავლო მეურნეობის და ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის მაცხოვრებლებს.


სხვა სიახლეები