• Ƀ/$

აჭარაში 200 000 მაცხოვრებელს წყალმომარაგების ხარისხი გაუუმჯობესდება

20 სექტემბერი 16:19 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყლისა და წყალარინების სისტემის შეიქმნება.


აჭარის სოფლებში  წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განსახორციელებლად 50 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი. 20 სექტემბერს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც აჭარაში სუფთა წყლის და წყალარინების მისაღწევად სპეციალური პროგრამები შემუშავდება.


„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს ექნება წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა.სოფლებში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით არის მნიშვნელოვანი გამოწვევები და  პროექტი, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ ყველა სოფელს, დაბას აჭარაში ქონდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.


აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტზე ცნობილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები MACS და Fichtner იმუშავებს.


მსგავს თემაზე:

საოკუპაციო ხაზის პირას მდებარე სოფლებში წყალმომარაგება გაუმჯობესდება


ადიგენში წყალმომარაგების სამუშაოები 2020 წელს დასრულდება


ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარაში 150-მდე გიდი გადაამზადა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი