• Ƀ/$

ლიბანი სომხეთს უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის მოგერიებაში დაეხმარება

20 სექტემბერი 16:44 | მედია ბიზნესისთვის - M2B

სომხეთი და ლიბანი უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობას გეგმავენ.

აღნიშნულის შესახებ ლიბანის თავდაცვის მინისტრმა, ელიას აბუ სააბმა, ერევანში, სომეხ კოლეგა დავიდ ტონოიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


აბუ სააბის თქმით, ლიბანს დაძაბული ურთიერთობები აქვს ისრაელთან, რადგან ეს უკანასკნელი პერიოდულად იყენებს სამხედრო დრონებს და აგვისტოს ბოლოს ისრაელის ტერიტორიიდან გამოშვებულმა ორმა უპილოტომ თითქმის ბეირუთამდე ჩააღწია.


„ჩვენს სამხრეთ საზღვრებზე განსაკუთრებული გამოწვევები გვაქვს. ისრაელთან ფაქტიურად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, იმის მიუხედავად, რომ აჟამად აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. ისრაელს ლიბანის ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებული. სომხეთსაც აქვს მსგავსი გამოწვევები. ოფიციალური ერევნის საზღვრები პერიოდულად ირღვევა და მათ სივრცეს უპილოტო საფრენი აპარატებისგან საფრთხე ემუქრება. აღნიშნული მიმართულებით ჩვენ (ლიბანი და სომხეთი) ვცვლით სადაზვერვო ინფორმაციებს, რათა აქტიურად დავიცვათ ჩვენი საზღვრები ასეთი ან სხვა სახის თავდასხმებისგან“, - განაცხადა ლიბანელმა მინისტრმა.


პირველად ისტორიაში – სომხეთი ისრაელში საელჩოს ხსნის


მანამდე, 13 სექტემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ანა ნაგდალიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ისრაელში საელჩოს გახსნას გეგმავს.


„ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ საწყისებს დიალოგის და ურთიერთობების გასავითარებლად. არის ორმხრივი მზაობა, გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, არსებული პოტენციალის გამოსაყენებლად“, - განაცხადა ნაგდალიანმა.


მისი თქმით, უკანასკნელი წელი ისრაელის მხრიდან იყო საკმარისად აქტიური, გამართულიყო კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის.


„დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა ისრაელში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხედავთ ჩვენს თავს ამ რეგიონში და აქ ჩვენი ინტერესები გაგვაჩნია. შესაბამისად გადაიდგა ნაბიჯები, არსებობს დიალოგი და ორმხრივი ვალდებულებები“, - დასძინა ნაგდალიანმა.


მსგავს თემაზე:

სომხეთს ისრაელში საელჩოს გახსნა სურს



სხვა სიახლეები