• Ƀ/$

ირანის ეროვნულ ბანკს აშშ–მა სანქციები დაუწესა

21 სექტემბერი 00:31 | ფინანსები

ამერიკის დაზვერვით მტკიცებით, საუდის არაბეთის ორ სანავთობე ობიექტზე ირანის მხრიდან მიტანილი იერიშის საპასუხოდ, ვაშინგტონმა ისლამური რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს სანქციები დაუწესა.

ახალი სანქციების შესახებ აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადეს. ამ უკანასკნელის თქმით, სენქციები ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის დაჯგუფება „ალ–კუდსისთვის“ და „ჰესბოლასთვის“ გამიზნულ ფინანსურ ნაკადებს შეაფერხებს. ეს ორივე გაერთიანება „ტერორიზმს“ ავრცელებს და „რეგიონის დეატაბილიზაციას იწვევს“, აცხადებს მნუჩინი.


მანამდე ტრამპი უკვე აცხადებდა ირანის წინააღმდეგ სანქციების „მნიშვნელოვნად“ გამკაცრებაზე. აშშ–ის პრეზიდენტმა პარასკევს განაცხადა, რომ ახალი ღონისძიებები ყველაზე მკაცრი იქნება მათ შორის, რაც ოდესმე გატარებულა ირანის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ირანის ცენტრალური ბანკი უკვე ექვემდებარება ამერიკულ სანქციებს, რომლებიც თეთრმა სახლმა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივი გასვლის შემდეგ, 2018 წელს დააწესა. სააგენტო AFP წერს, რომ ტერორიზმის მხარდაჭერისთვის დაწესებული საქციების გაუქმება გაცილებით რთულია, ვიდრე „ანტიბირთვული“ კონტრღონისძიებების.


საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 სექტემბერს ორ სანავთობე ობიექტზე ხანძრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლებიც Saudi Aramco–ს ეკუთვნის. უწყების ცნობით, ხანძარი უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანთან კარგ ურთიერთობებში მყოფმა იემენელმა ამბოხებულებმა, ჰუთიებმა აიღეს. აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ არ არსებობს საუდის არაბეთზე იერიშის იემენიდან მიტანის მტკიცებულებები. მან ბრალი პირდაპირ ირანს დასდო. ოფიციალურმა თეირანმა კატეგორიულად უარჰყო თეთრი სახლის ბრალდება.


მსგავს თემაზე:

საუდის არაბეთი საზღვაო უსაფრთხოების კოალიციას შეუერთდა


საუდის არაბეთში მომხდარ თავდასხმას ფრანგი ექსპერტები გამოიძიებენ



სხვა სიახლეები