• Ƀ/$

ამერიკული შეიარაღება თურქეთს: აშშ ახალ წინადადებას ამზადებს

24 სექტემბერი 16:18, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვაშინგტონმა ანკარას შესაძლოა ახალი, უფრო ხელსაყრელი წინადადება შესთავაზოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „პატრიოტის“ და მეხუთე თაობის „F-35” ტიპის გამანადგურებლის მიწოდების საკითხზე.

მოსალოდნელი შეთანხმება, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდეს, რომელიც ორმხრივი ტვირთბრუნვის $100 მლრდ-მდე გაზრდის შესაძლებლობას ქმნის.


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მანამდე განაცხადა, რომ ანკარამ შესაძლოა გადახედოს საკითხს, ამერიკული „პატრიოტის“ შესყიდვის თაობაზე, თუ ვაშინგტონი მათ ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მზად არიან დამატებით რუსეთისგან შეიძინონ „C-400“-ები.


სხვა სიახლეები