პირველად ბოლო 4 თვის განმავლობაში ბიტკოინის ფასი $9000-ს ჩამოსცდა და ამჟამად $8400 ღირს. მან ბოლო 24 საათში ღირებულების 13% დაკარგა, მაგრამ რადგან სხვა კრიპტოვალუტები უფრო მეტად გაუფასურდა, ბიტკოინის წილი ჯამურ კაპიტალიზაციაში 68.9%-მდე გაიზარდა.
ეთერიუმის ფასი 16%-ით $167-მდე დაეცა, რიპლის ფასი 12%-ით 24 ცენტამდე, ლაითკოინმა ღირებულების 17% დაკარგა, ეოსმა და ბიტკოინ ქეშმა - 23%. სხვა ვალუტების უმრავლესობაც დაახლოებით 15-20 პროცენტითაა გაიაფებული.
იმ ვალუტების რაოდენობა, რომელთა კაპიტალიზაციაც $1 მლრდ-ს აღემატება 2 ერთეულით 12-მდე შემცირდა.