ახალი კანონი 2020 წლის 31 იანვარს შევა ძალაში.
მიღებული რეგულაციების მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებლები ლეგალურად შეძლებენ 50 გრამამდე მარიხუანის ფლობას და ამავდროულად აღნიშნული მცენარის ორი ძირის მოყვანას ერთ პერსონაზე ან ოთხის - თითო ოჯახზე.
ახალი კანონი ქვეყნის ექვსი შტატიდან მხოლოდ დედაქალაქ კანბერას ტერიტორიაზე გავრცელდება.
რაც შეეხება მეზობელ ახალ ზელანდიას, მარიხუანის ფლობა პირადი მოხმარებისთვის ჯერ კიდევ არალეგალურია, თუმცა მომავალ წელს ქვეყანა რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს მისი ლეგალიზაციის თაობაზე.
აღნიშნული ქმედებით ახალი ზელანდია გახდება რიგით მესამე სახელმწიფო ურუგვაისა და კანადის შემდეგ, რომელმაც მარიხუანას ლეგალიზება განახორციელა.
ამერიკის ცხრა შტატსა და კოლუმბიის ოლქში არსებული კანონმდებლობა ასევე იძლევა მარიხუანის რეკრეაციულ მოყვანა-მოხმარებას. მსგავსი ტიპის ნარკოტიკული საშუალება დეკრიმინალიზირებულია ევროპის ბევრ სახელმწიფოში.
მსგავს თემაზე:
$4 მლრდ–იანი ინვესტიცია მარიხუანაში
მსოფლიო ბაზრებზე მარიხუანას ბუმია