• Ƀ/$

ლარის ვარდნა გრძელდება - კურსმა 2.98-ს მიაღწია

26 სექტემბერი 13:08 | ფინანსები

ლარი მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე თბილისის დროით 13:00 საათის მდგომარეობით 1 დოლარის ღირებულებამ 2.98-ს მიაღწია. 

კურსი წლის დასაწყისში 2.67-ს შეადგენდა, შესაბამისად 9 თვეში ეროვნული ვალუტა 31 თეთრით 11.6%-ით გაუფასურდა. 9 თვის მანძილზე ლარმა გაუფასურების რეკორდი სუკვე 10-ჯერ მოხსნა. თუ ეროვნულმა ბანკმა საღამოს 5 საათზე 27 სექტემბრის ოფიციალური კურსი 2.9759-ზე უფრო მაღალ ნიშნულზე განსაზღვრა მე-11 რეკორდიც მოიხსნება.


საგულისხმოა, რომ ლარი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზეც უფასურდება. ბოლო 3 კვირაში სებმა რეფინანსირების სესხის საპროცენტო განაკვეთი 2 ეტაპად 6.5%-დან 7.5%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც 102 000-ზე მეტ პირს სესხის მომსახურება გაუძვირდა. 


მსგავს თემაზე:

რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები


რეფინანსირების სესხის საპროცენტო განაკვეთი 7.5%-მდე გაიზარდა



სხვა სიახლეები