• Ƀ/$

ეროვნული ბანკის განცხადება

26 სექტემბერი 17:21 | ფინანსები

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და 27 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე $40 მლნ-ს გაყიდვას აანონსებს.

"ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. 


გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. 


ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად."


ლარმა მიმდინარე წელს გაუფასურების მე-11 რეკორდი მოხსნა. 27 სექტემბრის ოფიციალურმა კურსმა 2.9808 შეადგინა, თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსი 2.9850-საც აღწევდა. 


სებმა წელს 11 ინტერვენციის შედეგად $165 მლნ შეისყიდა, ამის შემდეგ 1-ელ აგვისტოს გასაყიდად $40 მლნ გამოიტანა, თუმცა მხოლოდ $32.8 მლნ-ს გაყიდვა შეძლო. ბოლო 3 კვირაში სებმა რეფინანსირების სესხის საპროცენტო განაკვეთი 2 ეტაპად, ჯამურად 1%-ით 7.5%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც 102 ათასზე მეტ პირს სესხის მომსახურება გაუძვირდა. 


მსგავს თემაზე:

რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები


ლარმა გაუფასურების მე-11 რეკორდი მოხსნა



სხვა სიახლეები