• Ƀ/$

იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 21 000-ს გადააჭარბა

15 მარტი 00:25, 2020 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

იტალია კორონავირუსის გავრცელების მთავარ ცხელ წერტილად რჩება. 14 მარტს ინფიცირებულთა რაოდენობა 3497-ით გაიზარდა და 21 157-ს მიღწია. 

იტალიაში ინფიცირები პირველი 3 შემთხვევა 1 თვის წინ 15 თებერვალს აღრიცხეს. 20 თებერვალს დაავადებულთა რიცხვი 4-მდე, 21-ში ს1-მდე, 29-ში კი უკვე 1128-მდე გაიზარდა. მარტში 14 დღეში ინფიცირების 20 029 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ჩინეთის მაჩვენებელს 20-ჯერ აღემატება.


იტალიაში კიდევ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა სიკვდილიანობის კოეფიციენტია, რომელიც მსოფლიო საშუალოს 2-ჯერ აღემატება და 6.8%-ს შეადგენს. ამჟამად მსოფლიო საშუალო სიკვდილიანობის კოეფიციენტი 3.7%-ს შეადგენს - 5814 გარდაცვლილი 155 814 ინფიცირებულიდან, იტალიის გამოკლებით ეს კოეფიციენტი 3.3%-ზე ნაკლები იქნებოდა. იტალიაში რომ სიკვდილიანობა მსოფლიო საშუალოს უთანაბრდებოდეს ახლა 1441-ის ნაცვლად 688 გარდაცვლილი იქნებოდა, ამის საპირისპიროდ, მთელ მსოფლიოში რომ იტალიისნაირი მდგომარეობა იყოს გარდაცვლილთა რაოდენობა 10 600-ს მიაღწევდა.



ამჟამად ჩინეთის წილი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში 52%-ს შეადგენს, იტალიის 13.6%-ს. თუ არ ჩავთვლით სან-მარიონოს, რომელიც ასევე იტალიაში მდებარეობს, იტალია ისლანდიის შემდეგ მეორეა ვირუსის გავრცელების მხრივ. ყოველი 2840 მოქალაქედან ერთს კორონავირუსი აქვს. ისლანდიაში 2100-დან ერთს, თუმცა ამ ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.


სხვა სიახლეები