• Ƀ/$

თბილისიდან ლონდონამდე 1 საათში - ჰიპერბგერითი თვითმფრინავის შესაძლებლობები

29 სექტემბერი 12:58 | ტექნოლოგიები

სიდნეიდან ლონდონამდე მანძილი 17 000 კილომეტრია. დღეს ამ მანძილის დაფარვას თვითმფრინავით მინიმუმ ერთი გადაჯდომა და 22 საათი სჭირდება, 2030 წლისთვის ეს დრო შეიძლება 4 საათამდე შემცირდეს. 

ავიაციის ისტორია 116 წელს ითვლის. ფიზიკოსი ლორდი კელვინი XIX საუკუნეში ამტკიცებდა, რომ ჰაერზე მძიმე საფრენ აპარატს კაცობრიობა ვერასდროს შექმნიდა. მის სკეპტიციზმს 1903 წელს ძმებმა რაითებმა აზრი დაუკარგეს.


პირველი თვითმფრინავის პირველი მარშუტის სიგრძე უფრო მოკლე იყო ვიდრე Airbus A380-ის გაშლილი ფრთების სიგანე. ინდუსტრია თავდაპირველად სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. მაგრამ ბოლო 50 წელიწადში კომფორტისა და უსაფრთხოების ნორმების დახვეწის გარდა, თვისობრივად ახალი პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა.


ადამიანი დიდი ხანია შეეჩვია იმას, რომ ატლანტიკის ოკეანის გადალახვა რამდენიმე საათში შესაძლებელია, რასაც ადრე გემით მინიმუმ 1 კვირა სჭირდებოდა, მას კი პორტამდე მისასვლელი დრო ემატებოდა, რაც თავის მხრივ აეროპორტამდე მისასვლელ დროს ბევრად აღემატებოდა.


1976-2003 წლებში მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს ზებგერითი „კონკორდით“ შეეძლო მგავრობა. მისი სიჩქარე 2180 კმ-ს აღწევდა, რაც ჩეულებრივი თვითმფრინავის სიჩქარეს 2.4-ჯერ აღემატება. ლონდონიდან ნიუ-იორკამდე ფრენის სიამოვნება 2018 წლის კურსზე გადაანგარიშებით $12 500-ს აღწევდა, რაც სტანდარტყლი ბილეთის ფასს 30-ჯერ აღემატება. ამას გარდა თვითმფრინავი ხმაურითაც გამოირჩეოდა, რაც მისი აკრძალვის კიდევ ერთი მიზეზი გახდა.


ზებგერითი სიჩქარე კარგია, მაგრამ ჰიპერბგერითი უკეთესი. კონკორდით ლონდონიდან სიდნეიმდე ჩასვლას 8 საათი დასჭირდებოდა, ჰიპერბგერითი კონცეპტით, რომელიც ჯერ არ არსებობს მანძილის დასაფარად 4 საათიც საკმარისია. იდეას იწონებენ ბრიტანეთის კოსმოსურ სააგენტოში და მას სავსებით რეალურად მიიჩნევენ. პროექტზე მუშაობა დაწყებულია. პირველი პრეტესტები უკვე ჩატარდა კოლორადოში.



თუ ამ ჰიპერბგერითმა თვითმფინავმა გაამართლა და კომერციული ფრენები დაიწყო, მაშინ თბილისიდან ლონდონამდე ჩასვლა 1 საათზე ნაკლებ დროში გახდება შესაძლებელი, ტოკიომდე 2 საათში, ნიუ-იორკამდე კი 2 საათზე ცოტა მეტში.


ჰიპერბგერითი თვითმფრინავის იდეაში ბრიტანელები მარტო არ არიან. ჩინეთში სურთ, რომ პეკინიდან ნიუ-იორკამდე 2 საათში მოხვდნენ. მაშინ როცა ქალაქებს შორის მანძილი 11 000 კილომეტრია. 


მსგავს თემაზე:

პეკინიდან ნიუ-იორკამდე 1 ფილმის საყურებელ დროში



სხვა სიახლეები