• Ƀ/$

რუსეთში ღვინოზე აქციზის გადასახადი იზრდება

30 სექტემბერი 09:50 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ღვინოზე აქციზის გადასახადის გაზრდას გულისხმობს.

კანონი ძალაში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. 


როგორც კანონში წერია, 2020 წლიდან ღვინოზე აქციზის გადასახადი 1ლ-ზე 31 რუბლი, 2021 წლიდან- 32 რუბლი, ხოლო 2023 წლიდან 33 რუბლი იქნება. 


აქციზის გადასახადი იზრდება ასევე ღვინის ნედლეულსა და (გარდა წარმოებისთვის განკუთვნილი დისტილატისა) ყურძენზე.


2020 წელს ყურძნის აქციზის გადასახადი 1ტ-ზე 30 რუბლი, მომდევნო წლებში კი 31 და 32 რუბლი იქნება. 


 



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი