• Ƀ/$

დისტანციურად მუშაობის პირობებში sheamotsme.ge გაძლევთ საშუალებას, 24-საათიან რეჟიმში შეამოწმოთ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე

17 მარტი 19:49 | INTERNET დაიჯესტი

კომუნიკაციების კომისია განცხადებას ავრცელებს და მომხმარებელს ატყობინებს, რომ აქტიურად ახორციელებს ინტერნეტის ხარისხის 24-საათიან კონტროლს.

„მაშინ, როდესაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ორგანიზაციები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, უმნიშვნელოვანესია, აბონენტებს უწყვეტი ინტერნეტ მომსახურება ჰქონდეთ. იმისთვის, რომ ყველა მოქალაქეს შეუზღუდავად მიეწოდებოდეს ხარისხიანი ინტერნეტი, კომუნიკაციების კომისია აქტიურად ახორციელებს ინტერნეტის ხარისხის 24-საათიან კონტროლს. შეგახსენებთ, რომ ვებგვერდის - www.sheamotsme.ge  საშუალებით, ყველა მოქალაქეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, შეუძლია შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი მასა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.


ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, www.sheamostme.ge ვებგვერდიდან, ონლაინ რეჟიმში მარტივად შეგიძლიათ გამოგზავნოთ საჩივარი კომუნიკაციების კომისიაში, რომელიც კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მყისიერად დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.


კონკრეტულად, როგორ უნდა შეამოწმოთ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე, დეტალური ინსტრუქცია იხილეთ www.sheamotsme.ge ვებგვერდზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოგვწერეთ კომისიის სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/gnccge/ ან კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gncc.ge“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


სხვა სიახლეები