• Ƀ/$

ჩინური კომუნიზმი 70 წლისაა - გზა აგრარულიდან სუპერსახელმწიფომდე

1 ოქტომბერი 15:17 | ანალიტიკა

ჩინეთი კომუნისტური მმართველობის დამყარების 70 წლისთავს აღნიშნავს. 1949 წლის შემდეგ შეიცვალა ეკონომიკური ფორმაცია, ცხვრების დონე, თუმცა უცვლელი დარჩა მმართველი პარტია. 

70 წლის წინ ჩინეთი სამოქალაქო ომებისგან და იაპონიის ინტერვენციისგან დასუსტებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომელსაც მართალია ვრცელი ტერიტორია ეკავა, მაგრამ ამ ვრცელ ტერიტორიაზე თითქმის მთელი მოსახლეობა - 550 მლნ ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში იმყოფებოდა.


მაოს მმაღთველობამ სამხედრო თვალსაზრისით ჩინეთი მართლაც ძლიერ სახელმწიფოდ აქცია. 1964 წელს ჩინეთი ბირთული კლუბის მეხუთე წევრი გახდა, მაგრამ მას ადამიანთა კეთილდღოებაზე რაიმე გავლენა არ მოუხდენია. პირიქით, მაოს პროგრამებს: „უდიდესი ნახტომი წინ“ და „კულტურული რევოლუცია“ 65 მლნ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათი ნაწილი დახვრიტეს, ნაწილიშიმშილმა იმსხვერპლა. მაოს გარდაცვალების მომენტში 1976 წელს შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე რუანდაში, ბურუნდიში, მალისა და სიერა ლეონეში უფრო მაღალი იყო ვიდრე ჩინეთში.


რეფორმები 1978 წელს დაიწყო და ის ჩინეთის ახალ მმართველს დენ სიაო-პინს უკავშირდება. ქვეყანაში ნელ-ნელა კერძო საკუთრება დაკანონდა, რამაც სახელმწიფოს ეკონომიკის 40 წლიანი უწყვეტი ზრდა მოუტანა, მათ შორის აზიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისების პერიოდშიც. ბოლო 28 წელიწადში ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს 10-ჯერ მიაღწია. ყოველივე ეს არათუ გიგანტური ჩინეთისთვის პატარა სახელმწიფოსთვისაც კი ძალიან ძნელია. უკანასკნელ 40 წელიწადში რეალური შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 25-ჯერ $307-დან $7750-მდე გაიზარდა.
 
მსყიდველობითუნარიოანობის პარიტეტის მიხედვით ჩინეთმა აშშ-ის უკვე 2015 წელს გაასწრო, თუმცა მსგავსი წარმატება ნომინალურ ეკონომიკაში 2030 წლამდე მოსალოდნელი არ არის. საქმე ისაა, რომ დასასრული ყველაფერს აქვს, მათ შორის სწრაფ ეკონომიკურ ზრდასაც. 6.2%-იანი ზრდა განვითარებული მსოფლიოსთვის საოცნებო მაჩვენებელია, მაგრამ ჩინეთისთვის 28 წლიანი მინიმუმია.
 
ჯამური ეკონომიკა, სამხედრო დანახარჯები, დანახარჯები ფუნდამეტურ სამეცნიერო კვლევებზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკაზე... ამ ყველაფერში ჩინეთი მეორე და ზოგ შემთხვევაში პირველ ადგილსაც იკავებს. წლის დასაწყისში ჩინეთმა წარმატებით დასვა ხომალდი მთვარეს უკანა მხარეზე. უკვე დიდი ხანია აშშ მთავარ კონკურენტად არა რუსეთს არამედ ჩინეთს განიხილავს.
 
2019 წელს პეკინი კომუნისტური მმართველობის 70 წლისთავს სამხედრო აღლუმით შეხვდა, რომელშიც მონაწილეობა 150-ზე მეტმა თვითმფრინავმა და 500-ზე მეტმა ტანკმა მიიღო.


მსგავს თემაზე:

როდის გაუსწრებს ჩინეთი აშშ-ს?


ჰონკონგის ჩინეთისთვის გადაცემიდან 22 წელი გავიდა


ჩინეთი მზის ელექტროსადგურების სიმძლავრეს აორმაგებს


ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 28 წლიან მინიმუმამდე დაეცა


პეკინის $18 მლრდ-იანი აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა



სხვა სიახლეები