სოფლის მეურნეობა
ყველი
„ქართული არტიზანული ყველი ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გავა“ - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ქართული არტიზანული ყველის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წარმოება სტანდარტს  ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც პროდუქტი ექსპორტისთვის მზად არ არის.ბაზრის კვლევა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ქართული ყველის“ პროექტის ფარგლებში მოახდინა და არტიზანული ყველის წარმოებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაეცნო.როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს არტიზანული ყველის უნიკალური სახეობები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ტრადიცია ახლა ცოცხლდება.მთავარი დაბრკოლება, მისი შეფასებით, სურსათის უვნებლობის საკითხია, რაშიც მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა წარმოებას ორგანიზებული ფორმა მიეცეს და სფერო განვითარდეს.„მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც დღეს ყველის წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული, ურთულესი გზა გაიარა. ჩვენს იგივე პროცესს გავდივართ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ.  ამიტომ სანამ საექსპორტო ბაზრებზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ აქ რას ვჭამთ, რაც არ ვიცით. არც ის, რა ხელით მომზადდა, როგორ შეიფუთა, დაცულია თუ არა სტანდარტი, ელემენტარული სანიტარიული ნორმა. უცხოეთმა დიდი ხანია ეს დააწესა, რეგულაციებში ასახა და ვერავინ დაარღვევს, წარმოება გაუჩერდება, რადგან არაფერია ისეთი საშიში, როგორც  დაბინძურებული რძის პროდუქტებია“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.ცნობისთვის,  არტიზანული ყველის მხარდაჭერა „ქართული ყველის“ ერთ-ერთი პროექტის „ქარხანა ბორბლებზე" ფარგლებში ხორციელდება.  ანა მიქაძე ჩიკვაიძემ პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.მარი ჩიტაია

1713947946

1712910417

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

1712731882

როგორია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის 2023 წლის შედეგები

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 120.97 ჰექტარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.რაც შეეხება გასულ წელს დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობას, დოკუმენტის თანახმად, 305,136 ლარია.„პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:🔵 პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4;🔵 სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 120.97 ჰა;🔵 რეაბილიტირებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება - 438,137 ლარი;🔵 დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 305,136 ლარი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.


სხვა სიახლეები
ვალუტის კურსი
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6910 ლარი იყო.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8804 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8756 ლარს შეადგენს.თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულებაც 0.0827 ლარია.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 26 აპრილს შევა ძალაში.

ეკონომიკა 1714054092

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

საქართველოს ბანკისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია GAIA-ს პარტნიორობით, მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია, 27 აპრილს, ფაბრიკაში გაიმართება.აღნიშნული ღონისძიების მიზანი ქართული და სხვა მცირე რესურსის ენებზე მომუშავე მკვლევრებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება,  გამოწვევებისა და მისი გადაჭრის გზების ძიებაა.კონფერენცია ორ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი ქართული ენის მოდელების განვითარების საჭიროებაზე, გამოცდილებასა და არსებულ პროგრესზე  საუბარს დაეთმობა, რომელიც პანელური დისკუსიით გაგრძელდება. დისკუსიისას განხილული იქნება  არსებული საერთაშორისო გამოცდილება; ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართული ენის მოდელებზე მომუშავე მკვლევრები დგანან და ასევე, ის თუ როგორია ამ გამოწვევების გადაჭრის გზები.ღონისძიებაზე სპიკერებს შორის არიან: ზაალ გაჩეჩილაძე, რაფაელ კალანდაძე - AI Lab; ზურა ძინძიბაძე - საქართველოს ბანკი; თეიმურაზ საღინაძე - Georgian AI Networking and Twinning Initiative; რატი სხირტლაძე - მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია; სანდრო ბარნაბიშვილი - Ex Microsoft. მოწვეულ სპიკერთა შორის კონფერენციაზე იქნებიან  ჰრანტ ხაჩატრიანი - Yerevann Lab-იდან და ალექსა გორდიჩი - Ex DeepMind, Runa AI-დან.„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარებაზე მუშაობს და ქართული ენის გაციფრულებას ისახავს მიზნად.  ჩვენ 2020 წლიდან აქტიურად ვართ ამ პროცესში ჩართულები, შევქმენით აუდიოს გამტექსტებელი, ენის მოდელი და მრავალდარგობრივი ცოდნის ბაზები, რასაც გამუდმებით ვხვეწთ და ვავითარებთ. ამ მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი „AI-ს მიმართულებით ფინანსურ სექტორში 2023 წლის ნოვატორების“ კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა. ამჯერად, ჩვენი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობის ფარგლებში, ქართული AI-ის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ენის ხელოვნურ ინტელექტთან იმ დონის ადაპტირებას, რომ სამომავლოდ ქართულ ენაზე ChatGPT  და მსგავსი აპლიკაციები გამართულად მუშაობდეს. კონფერენციაზე ქართველ  მკვლევრებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირები უცხოელ კოლეგებთან და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარონ, რაც სამომავლოდ საქართველოში AI მიმართულების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.  ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“ -  აცხადებენ საქართველოს ბანკში.„ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის უკვე არა არჩევანის, არამედ დროის საკითხია. თუ გვინდა, რომ AI-თი შექმნილი სარგებელი საქართველომაც მიიღოს, ქართულ ენაზე მომუშავე AI საჭიროა, რადგან საქართველოში თითქმის ყველა სფერო - მაგალითად, განათლება, საფინანსო, ჯანდაცვის, კულტურის სექტორები - ქართულად მუშაობს. თუმცა, ქართული ენის მოდელების განვითარების მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ქართულ ენაზე მცირე რაოდენობით ციფრული მონაცემებია ხელმისაწვდომი. კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს ბანკთან მხარდაჭერით ვატარებთ, სწორედ ასეთი მცირერესურსიანი ენების განვითარების ხედვებზე და გამოცდილებაზე შედგება დისკუსია და იმედი გვაქვს, ჩამოყალიბდება ერთიანი ხედვა, როგორ მუშაობს ქვეყანა და AI საზოგადოება ქართული ენის მოდელის განვითარებაზე. ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქართული ენის AI-სთან ადაპტირების გზაზე და ამ პროცესში კერძო სექტორის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქართული AI-ის განვითარებით სწორედ ქართული ბიზნესები და მომხმარებლები მიიღებენ ყველაზე დიდ სარგებელს“, - ამბობს გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია “GAIA” - ს თანადამფუძნებელი და დირექტორი.ღონისძიების დღის წესრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ, ხოლო რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ბიზნესი 1714051658

extra
თიბისი კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე.ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ელოდება.დღესასწაულისთვის მოსამზადებლად, extra.ge-ზე ყველა ნივთის შეძენას შეძლებთ: ავეჯი, ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, სახლი და სხვა.შეკვეთას მთელ საქართველოში უფასოდ მიიღებთ.გარდა ამისა, შეთავაზება გავრცელდება extra.ge-ის სწრაფი მიწოდების სერვისზე - ექსტრა ექსპრესზე. შეკვეთას 6 კატეგორიიდან (მარკეტი, სილამაზე და თავის მოვლა, სათამაშოები, ტექნიკა, ცხოველთა მოვლა, მშობელი და ბავშვი) 35-50 წუთში მიიღებთ. ექსპრესით სარგებლობა კი თბილისში, მის შემოგარენსა და ბათუმშია შესაძლებელი.თიბისი კონცეპტის ეს და სხვა შეთავაზებები იხილეთ ბმულზე -  https://tbcconcept.ge/

ბიზნესი 1714050477

პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში - სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში - სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი

ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ქართული კულტურის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური სპონსორია.ბაზისბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.ბაზისბანკის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 27 და 28 აპრილს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორ ციცინო კობიაშვილის სპექტაკლის „უცნაური მისის სევიჯის„ პრემიერა გაიმართება.„უცნაური მისის სევიჯი“ ლირიული კომედიაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ სცენაზე დაიდგა. მარჯანიშვილის თეატრი ამ პიესის მოტივებზე აგებულ სპექტაკლს შესთავაზებს მაყურებელს. „უცნაური მისის სევიჯი“ რწმენას და იმედს არ კარგავს, რომ სიკეთის, თანაგრძნობის და  თანადგომის უნარი ჯერ კიდევ შესწევს კაცობრიობას. რომ სიხარბეს სიყვარული ამარცხებს, ოცნებებსაც კეთილი და უანგარო ადამიანები ასრულებენ.

ბიზნესი 1714048548

პასკა
ერთი კილოგრამი 219 ლარი - ყველაზე ძვირად ღირებული პასკები თბილისში

აღდგომა ახლოვდება და დღესასწაულის მთავარი ტკბილეულის შერჩევა ბევრი ადამიანის საზრუნავი გახდა. თუ ნაწილი პასკის გამოცხობას სახლში ამჯობინებს, ნაწილი მას სხვადასხვა სუპერმარკეტსა და საცხობში ყიდულობს.წელს პასკა არც ისე იაფი ღირს და ამას თბილისის რამდენიმე ობიექტში არსებული ფასებიც მოწმობს.მაღაზიებისა და რესტორნების ქსელში „გასტრონომია“ წელს საკმაოდ ძვირად ღირებული პასკებია წარმოდგენილი. მაგალითად, Cipriani-ის პანეტონეს 1 კილოგრამი პასკის ფასი 139.90 ლარს შეადგენს, Dolce&Gabbana-სა და Fiasconaro-ს კოლაბორაციით შექმნილი პანეტონე 179,90 და 219,90 ლარი ღირს, Vogue-ის პანეტონე 199,90 ლარი ღირს, ხოლო Loison-ის პრემიალური იტალიური 5 კგ-იანი პანეტონეს ფასი 499.90 ლარს შეადგენს. „ლე გატოს“ პასკების ფასი შემდეგნაირია: 850 გრამიანი ცუკატით 39 ლარი, შოკოლადით - 45, ხოლო დეკორით - 55 ლარი ღირს.„ლაიმში“ 1 კილოგრამი პასკის ფასი 43 ლარია, რაც შეეხება „ანტრეს“, პასკების ფასი განსაზღვრული ჯერ არ აქვთ და ის ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

ეკონომიკა 1714046918

კურიერი
ვინ არის კურიერი, რომელმაც ერთ თვეში 12 254 ლარი გამოიმუშავა (ვიდეო)

ვინ არის და რას პასუხობს „ვოლტის“ კურიერი იმ ადამიანებს, რომლებმაც მისი ერთ თვეში გამომუშავებული 12 254 ლარი შეუძლებლად მიიჩნიეს:

საზოგადოება 1714045725