• Ƀ/$

"ძირითადად სილიკონით ტუჩებ დაბერილი, ვაკელი ქალები დამესიენ - აღსანიშნავია რა სიტყვებით მლანძღეს"

19 მარტი 10:23 | INTERNET დაიჯესტი

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მისი მისამართით განხორციელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე პოსტს აქვეყნებს.

ჩერგოლეიშვილი ადამიანებს ლანძღვისაგან თავის შეკავებას ურჩევს და აღნიშნავს რომ ჯანმრთელობის თემაზე სტიგმის ხელშეწყობას ბუმერანგის ეფექტი აქვს.


"სანამ დედამიწა გაჩერებულია, ბევრი დრო მაქვს და სერგიზე ყალბი ნიუსის ერთერთ გამავრცელებელთან ამოვყავი თავი და სულ სხვა თემაზე დავფიქრდი. მლანძღეს ბუნებრივია - სხვას არც არაფერს მოველოდი და ეს აღსანიშავი არ არის.


აღსანიშნავია რა სიტყვებით მლანძღეს - ფსიქიატრიულში ჩასაკეტი, ფსიქოზი, წადი ფსიქიატრს ეჩვენე, გიჟის პერანგი ჩააცვით. ძირითადად სილიკონით ტუჩებ დაბერილი, ვაკელი ქალები დამესიენ (ნუ რა წაიღეს, ცალკე საკითხია).


იმდენად აკლიათ მინიმალური განათლებაც კი, რომ ვერ ხვდებიან - ფსიქიატრთან ვიზიტს და ფსიქიატრიულ დიაგნოზს რომ სალანძღავ სიტყვებად იყენებენ, ამით იმ სტიგმას აძლიერებენ, რომელიც თავადვე უქმნის პრობლემას.


დარწმუნებული ვარ მათი შუა ხნის ასაკის ქმრებს მაგრად უჭირთ, დეპრესია აქვთ, ამისთვის ზოგი ვალს იღებს სპორტულ მანქანას ყიდულობს, ზოგი 20 წლის გოგოს იჩენს საყვარლად, ზოგი ოჯახს ანგრევს, ზოგიერთი ცოლსაც სცემს-სინამდვილეში ამ საცოდავ კაცებს ფსიქიატრთან ვიზიტი სჭირდებათ და ძალიან მარტივად დალაგდებიან.


მაგრამ როგორ წავლენ, როცა მათი გაუნათლებელი ცოლები "ფსიქიატრის პაციენტს" სალანძღავ სიტყვად ხმარობენ?


ჯანმრთელობის თემაზე სტიგმის ხელშეწყობას ბუმერანგის ეფექტი აქვს. მესმის, განათლების ნაკლებობა ამის მიხვედრას შეუძლებელს ხდის, მაგრამ ეგებ განათლებაზე გვეზრუნა?


ასე ხომ ნაკლები ქალი მოკვდებოდა ოჯახური ძალადობის შედეგად. ოჯახური ძალადობის ძირითდი მიზეზი ხომ ფსიქიკური გაუწონასწორებლობაა?


მოკლედ, ქალებო - სილიკონიანებოც და ისეც, ასევე კაცებო - ნუ სხვა სიტყვებით ლანძღეთ ერთმანეთი, ლექსიკონი გაიმდიდრეთ, თუ გინდათ გასწავლით. ეს მავნე და მდაბიო ჩვევა მოიშორეთ - მოკლულ ქალებს მაინც ეცით პატივი," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


სხვა სიახლეები