• Ƀ/$

ჩინეთის მრეწველობა კორონავირუსამდელ მდგომარეობას უბრუნდება

30 მარტი 22:50 | ეკონომიკა

ჩინეთში მხვილი სამრეწველო საწარმოების 98,6%–მა მუშაობა განაახლა, კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერების შემდეგ, იუწყება ქვეყნის მრეწველობისა და ინფორმატიზაციის სამინისტრო.

უწყების ცნობით, ამ საწარმოების თანამშრომელთა 89,9% სამუშაო ადგილს დაუბრუნდა.


ასევე აღინიშნება, რომ ჰუბეის პროვინციაში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად დაზარალდა კორონავირუსის აფეთქებით, მრეწველობის 95% აღდგა.


სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით საშუალო და მცირე საწარმოების 76%–მა განაახლა მუშაობა.


სხვა სიახლეები