• Ƀ/$

როდის გვჭირდება თარჯიმანი და რა ხდება თარჯიმნის ჯიხურში კონფერენციის დროს?

31 მარტი 12:36 | კომპანიები

ყოველი ჩვენგანი ერთხელ მაინც ყოფილა კონფერენციაზე, რომლის მსვლელობის დროსაც ყურსასმენს გვთავაზობენ სინქრონული თარგმნის მოსასმენად. დამეთანხმებით, რომ რაც არ უნდა კარგად იცოდე ესა თუ ის ენა, ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ინფორმაციას პროფესიონალი თარჯიმანი შენს მშობლიურ ენაზე გაწვდის.

თუმცა ცოტა თუ დაფიქრებულა თარგმანის სირთულეებსა და იმ განუზომლად დიდ ცოდნაზე, რომლის ფლობაც თარჯიმანს ხშირად მოეთხოვება. ადამიანები ჩაბნელებულ ჯიხურს მიღმა უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავენ იმისათვის, რომ კონკრეტულ სფეროში კონფერენციაზე მსხდომ მონაწილეებს ამომწურავი, გასაგები და გამართული ენით თარგმნილი ინფორმაცია მიაწოდონ.


კომპანია NG GEORGIA, რომელიც მრავალი წელია სთავაზობს მომხმარებელს მრავალფეროვან სათარჯიმნო სერვისს, თარგმანის თითოეული სტილის სპეციფიკაზე გვესაუბრება.


კომპანიის მთარგმნელობით სერვისებში შედის:


·         სინქრონული


·         თანმიმდევრული


·         წერილობითი


·         ჩურჩულით თარგმანი.


როდის გვჭირდება სინქრონისტი?


დიდი ჯგუფები, კონფერენციები, მასალის მასშტაბურობა და აუდიტორიის მრავალფეროვნება - ადამიანები სინქრონულ თარგმანს სწორედ ამისთვის მიმართავენ. მისი უპირატესობა, სწორედ, მისი სინქრონულობაა. თარგმანში ზედმეტი დრო არ იხარჯება და უცხოელი გამომსვლელის საუბარი პირდაპირ შენს მშობლიურ ენაზე გესმის ყურსასმენის მეშვეობით.


სინქრონული თარგმანის ხარისხს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: გარდა იმისა, რომ სინქრონისტი ორივე ენას იდეალურად უნდა ფლობდეს, მას უნდა გააჩნდეს ძალიან დიდი ზოგადი ცოდნა თითქმის ყველა სფეროში. როგორც თავად თარჯიმნები ამბობენ, ყოველი ახალი თარგმანი ახალი გამოცდილება და ცოდნაა, რომელსაც სინქრონისტი იძენს.


სინქრონული თარგმნის დროს თარჯიმნის ტვინი ათასობით ოპერაციას ერთდროულად ასრულებს. ამას დაძაბული ფონიც ემატება. გარდა ამისა, ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, როგორ იმუშაოს თარჯიმანთან და საუბრობს სწრაფად. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ სინქრონისტმა მუდმივად შეინარჩუნოს სიმშვიდე და გამოიჩინოს პროფესიონალიზმი.


რას ნიშნავს თანმიმდევრული თარგმანი?


თანმიმდევრული თარგმანი უფრო მეტად რეკომენდებულია პირისპირ შეხვედრების ან მცირე ჯგუფებში მუშაობის დროს. ამ შემთხვევაში თარჯიმანს უწევს საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრება და შემდეგ გადათარგმნა. განსაკუთრებული უნარები სჭირდება თანმიმდევრული თარგმანის დროს სიტყვით გამომსვლელსაც. მან ოპტიმალური რაოდენობის წინადადებებით, ისე რომ, თარჯიმანმა აზრი გამოიტანოს, უნდა შეძლოს საუბარი.


ადამიანებს ასევე ხშირად ერევათ სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანი. გარდა ზემოთჩამოთვლილი თავისებურებებისა, მარტივად – მხოლოდ სინქრონულ თარგმანს სჭირდება ყურსასმენები და ჯიხური.


ჩურჩულით თარგმანი ანუ თარგმანი ერთისთვის


საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ თითქოს, ეს შედარებით ყველაზე მარტივი თარგმანია, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩურჩულით თარგმნის დროს თარჯიმანს უწევს, როგორც სინქრონული, ისე - თანმიმდევრული თარგმნა. თარგმნის პროცესს თავად ტექნიკაც ართულებს: ჩურჩულით თარგმნა ნიშნავს, რომ თარჯიმანმა თავად უნდა მოისმინოს გადასათარგმნი საუბარი ყოველგვარი ყურსასმენის გარეშე და თან თარგმნოს, ან გამოიტანოს მოკლე შინაარსი საუბრიდან (რაც საკმაოდ რთულია) და ის თარგმნოს, საჭიროების შემთხვევაში გააკეთოს ჩანიშვნები.


წერილობითი თარგმანი


ხშირ შემთხვევაში თარჯიმნები, რომლებიც წერილობით თარგმანზე მუშაობენ, არ აკეთებენ ზეპირ თარგმანს და - პირიქით. სწორედ მუშაობის ასეთ სპეციფიკას ირჩევს NG GEORGIA.


კომპანიაში მუშაობს თარჯიმანთა მცირე ჯგუფი, რომელიც მხოლოდ წერილობით თარგმანზეა ორიენტირებული და ასრულებს ყველანაირი მოცულობისა თუ სირთულის თარგმანს.


სხვადასხვა ტიპის თარჯიმანთა ფუნქციები დეტალურადაა განსაზღვრული. მასშტაბური პროექტების მოკლე დროში თარგმნას NG GEORGIA-ს აღმასრულებელი გუნდი ინტენსიური მუშაობითა და პროცესის სწორი კოორდინაციით ახერხებს. ამის შედეგად კი ყოველთვის მაღალი ხარისხის საბოლოო პროდუქტი იქმნება.


საბოლოო ჯამში კი თარგმანი საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. გარდა ორი ენის  სრულყოფილი ცოდნისა, თარჯიმნებს იმ სფეროს უზადო ცოდნაც მოეთხოვებათ, რა საკითხთან დაკავშირებითაც ისინი თარგმნიან ანუ გარკვეული ფონური ცოდნა თითქმის ყველა სფეროში.  


იმის გამო, რომ ზემოთ ჩამოთვლილი თარგმანის მომსახურებას კიდევ სხვა, დამატებითი აღჭურვილობაც სჭირდება (ჯიხური, აპარატურა, საკონფერენციო  გახმოვანება, მონიტორები და სხვა), NG GEORGIA მომხმარებელს სთავაზობს დამატებით:


·         აპარატურით მომსახურებას, რაშიც იგულისხმება (სინქრონული გახმოვანება, საკონფერენციო გახმოვანება, ვიდეო-საკონფერენციო სისტემა, ბენდისა და დიჯეის გახმოვანება, ლედ, ასაწყობი და სხვადასხვა ზომის მონიტორები)


·         ტრანსპორტით მომსახურება


·         ქეითერინგი


·         ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება.


დამატებითი ინფორმაციისთვის და სათარჯიმნო სრული სერვისის მისაღებად ეწვიეთ NG GEORGIA-ს ფეისბუქის გვერდს.


სხვა სიახლეები