• Ƀ/$

"მინდა ჩემმა ხალხმა მალე დაძლიოს ეს მოვლენილი განსაცდელი და აღორძინდეს ღვთიმშობლის წილხვედრი ჩვენი ქვეყანა"

31 მარტი 13:50 | INTERNET დაიჯესტი

მომღერალმა და კომპოზიტორმა ნატო გელაშვილმა გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც წერს, რომ რამდენიმე მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ, გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარება და მათ საკუთარი ფონდიდან 200-ლარიან ვაუჩერებს გამოუყოფს.

"მე, როგორც ამ ქვეყნის შვილმა და ერთ-ერთმა თქვენგანმა, მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნისა და ხალხის თავზე მოვლენილი განსაცდელის დასათმენად და სახლში დარჩენილ 10 სოციალურად დაუცველ და 5 მრავალშვილიან თითოეულ ოჯახს ნატო გელაშვილის საქველმოქმედო ფონდიდან გამოეყოს 200-ლარიანი ვაუჩერი…


უფალმა გამძლეობა მოგვცეს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, მიყვარხართ და მინდა ჩემმა ხალხმა მალე დაძლიოს ეს მოვლენილი განსაცდელი და გაბრწყინდეს და აღორძინდეს მარიამ ღვთიმშობლის წილხვედრი ჩვენი ქვეყანა.


გთხოვთ, კომენტარებში დატოვოთ იმ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ინფორმაციები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ანგარიშის ნომერი).


აუცილებელია ვიდეომასალა, რომელიც დაადასტურებს დასახმარებელი ოჯახების მდგომარეობას საჯაროდ, რომლებიც საჭიროებენ ამ ღრმა კრიზისში გადაუდებელ დახმარებას…


უფალს ვებარებოდეთ… ყველაფერი კარგად იქნება", - დაწერა გელაშვილმა სოციალურ ქსელში.


 


სხვა სიახლეები