• Ƀ/$

საქართველოში საშუალო ხელფასმა 1068 ლარი შეადგინა

8 ოქტომბერი 12:15 | ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა და 1 068.3 ლარი შეადგინა. 

2018 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:



• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 236 ლარი (წლიური ზრდა - 11.3%);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 712.2 ლარი (წლიური
ზრდა - 7.4%);
• მშენებლობა - 1 552 ლარი (წლიური ზრდა - 5.9%).





სხვა სიახლეები