• Ƀ/$

იტალიის ქალაქ ბარიში, ქართველები ღამეებს პარკში ათევენ, მათი ყოფა გაუსაძლისია - მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს

31 მარტი 19:14 | INTERNET დაიჯესტი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს.

"დღეს უნდა გამოფრენილიყო პირველი რეისი ვარშავიდან, რომელიც ჩამოიყვანდა ქუჩაში დაყრილ, მიტოვებულ, საშიმშილოდ და სასიკვდილოდ განწირულ საქართველოს მოქალაქეებს. რეისი დაბლოკა ივანიშვილის რძანებით საქართველოს მთავრობამ. რა უსისხლო და უჯიშო უნდა იყო, რომ ასე გეკიდოს, საკუთარი თანამემამულეების ბედი, როგორ უნდა გეზიზღებოდეს საკუთარი ხალხი, მე კიდევ ერთხელ ვუმეორებ ყველა ჩინოვნიკს, ვინც ასრულებს ივანიშვილის ბრძანება, ნუ გვიშლის ხელს სამაშველო ოპერაციის ჩატარებაში" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


სხვა სიახლეები