• Ƀ/$

ტურიზმიდან შემოსავალმა იანვარი-ივნისში $1.5 მლრდ–ს მიაღწია

8 ოქტომბერი 13:00 | ეკონომიკა

იანვარი-ივნისის (I-II კვარტალი) პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში $1.5 მლრდ–ს (ზრდა +7%) შეადგენს, რაც $95 მლნ–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.


საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, იანვარი-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში  7.7% შეადგინა,  ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია.


აპრილი-ივნისის (II კვარტალი) პერიოდში  შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს$ 878 მლნ–ს (ზრდა 8.4%), რაც $68 მლნ–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.  აპრილი-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენა 8.2%. ზრდა წინა წელთან შედარებით +23.6%-ია.


სხვა სიახლეები