• Ƀ/$

"იანდექს ტაქსი" - ტაქსების რეგულაციას ჩვენი კომპანიის ფასებზე არ უმოქმედია

8 ოქტომბერი 18:28 | კომპანიები

"იანდექს ტაქსი" ახალი რეგულაციების ამოქმედების შედეგად ტაქსით მომსახურების საფასურის გაზრდის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ცვლილებებს მათი კომპანიის მიერ დაწესებულ ტარიფებზე არ უმოქმედია.

"ტაქსების რეგულაციას ჩვენს ფასებზე არ იმოქმედა. გასულ კვირას თბილისში ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავდნენ და ამიტომ ტაქსებზე მოთხოვნა გაზრდილი იყო. შესაბამისად, ალგორითმმა, რომელიც ფასებს ითვლის, ავტომატურად გაზარდა კოეფიციენტი კონკრეტულ მომენტებში კონკრეტულ ადგილებზე. თუმცა ეს სტანდარტული შემთხვევაა. ასე მოხდა გასულ წელსაც და ასე ხდება ყოველთვის, როდესაც კონკრეტულ ლოკაციაზე ხელმისაწვდომი მანქანების რაოდენობას მოთხოვნა აჭარბებს", - აცხადებენ "იანდექს ტაქსში".


რაც შეეხება ტაქსების ნაკლებობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კომპანიაში განმარტავენ, რომ ტაქსის მანქანების რაოდენობა მოთხოვნის შესაბამისად იზრდება.


"ჩვენი მომსახურება სწრაფად იზრდება. მომხმარებლებისა და მგზავრობების რაოდენობა სწრაფად მზარდია და ჩვენ მზად ვართ პარტნიორი მძღოლების რაოდენობის ზრდისთვისაც და შეგვიძლია შეკვეთებით მათი სრულად დაკმაყოფილება", - განმარტავენ "იანდექს ტაქსში".


"იანდექსი" ტაქსის სერვისი საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა 2016 წლის აგვისტოში. ტაქსის გამოძახება შესაძლებელია თბილისში, ბათუმში და რუსთავში. 2018 წლის თებერვალში, იანდექსმა და უბერმა გააერთიანეს თავისი მგზავრების გადაყვანის სერვისები რამდენიმე ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. შედეგად შეიქმნა ახალი კომპანია, რომლის 59.3%-ს ფლობს იანდექსი, ხოლოდ დაახლოებით 37% ეკუთვნის უბერს.


სხვა სიახლეები