• Ƀ/$

რიკო ექსპრესმა StopCov ფონდისთვის 300 000 ლარი გამოყო

1 აპრილი 20:24 | მედია ბიზნესისთვის - M2B

„რიკო ექსპრესმა StopCov ფონდისთვის 300 000 ლარი გამოყო“,- ამის შესახებ ინფორმაციას რიკო ექპრესი ავრცელებს.

რიკო ექსპერსმა, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანმა კომპანიამ, 16 მარტიდან შეაჩერა სალომბარდე და იპოთეკურ სესხებზე ჯარიმების დარიცხვა და გაააქტიურა თავისუფალი გადახდის რეჟიმი.

კომპანიამ ასევე შეაჩერა ვადაგადაცილებულ სესხზე ოქროს რეალიზაცია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, არსებული გადახდის რეჟიმი გაგრძელდება მინიმუმ 3 თვის ვადით ან პანდემიის დასრულებამდე.

აღსანიშნავია ისიც, რომ 26 მარტს, ბიზნესომბუდსმენის აპარატის სპეციალურ პლატფორმაზე - StopCov ფონდში კორონავირუსთან საბრძოლველად რიკო ექსრესმა 300 000 ლარი გამოყო.

პარალელურად კი, ჯგუფი მხარში უდგას კათარზისის ბენეფიციარებს, რომელთაც მატერიალურ დახმარებას უწევს და პირველადი საჭიროების სურსათით და პირბადეებით ამარაგებს.

 


სხვა სიახლეები