• Ƀ/$

ანტალიაში სასტუმროები ანტიმარკეტინგზე გადავიდნენ – რუსების აჟიოტაჟური ნაკადის გამო

8 ოქტომბერი 21:26 | ეკონომიკა

თურქეთის კურორტ ანტალიაში, რუსი ტურისტების აჟიოტაჟური მოთხოვნის გამო, რამდენიმე სასტუმრომ გაყიდვები შეაჩერა.

ამის შესახებ რუსული მედია ტუროპერატორებზე დაყრდნობით წერს.


ტურისტული სააგენტოების მონაცემებით, ანტალიაზე მოთხოვნა ოქტომბრისთვის 20%–ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


ერთ–ერთი რუსული ტუროპერატორის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თქმით, მოთხოვნის ასეთი ზრდა, სავარაუდოდ, იმითაა გამოწვეული, რომ რუსეთის სკოლებში არდადეგებია, ხოლო თურქეთში გადასარევი ამინდი.


მისივე თქმით, კომპანიას შეუძლია რუს მოგზაურებს დამატებითი ჩარტერებიც შესთავაზოს, მაგრამ მათი განთავსების ადგილები პრაქტიკულად არ არის: ბევრმა სასტუმრომ ოქტომბრის გაყიდვები ჯერ კიდევ აგვისტოში შეწყვიტა.


ანტალიამ წლის პირველ ნახევარში რეკორდი დაამყარა – 1–ლი იანვრიდან 22 აგვისტოს ჩათვლით ცნობილმა კურორტმა 10 მილიონი ტურისტი მიიღო.


კულტურისა და ტურიზმის საოლქო სამმართველოს მონაცემების თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოელ დამსვენებელთა რაოდენობა 17,6%–ით გაიზარდა.


სხვა სიახლეები