• Ƀ/$

"დარაბებს მიღმა ბაბუ იღიმის" – ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა

2 აპრილი 17:15 | INTERNET დაიჯესტი

კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ორსულს ქალს მშობიარობის გეგმა შეეცვალა – იმატა საშინაო შობადობის მაჩვენებელმა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანს, როგორ ნახა პირველად ბაბუამ ახალშობილი შვილიშვილი.


ფოტომ ძალიან ბევრი ადამიანის გული მალევე დაიპყრო და 730 000 მოწონება დააგროვა.


„სოციალური დისტანცია – სამივე თაობა“,- ფოტოს ასეთი წარწერა აქვს.


პატარა ფაოლანი ირლანდიაში 14 მარტს დაიბადა.


„ძალიან რთული იყო – ერთი შეხედვით თითქოს ოჯახი ერთად იყო და ამასთანავე, როცა მათ ბავშვის ჩახუტება უნდოდათ, ამაში ხელს ფანჯრის მინა უშლიდათ“,- ამბობს ბავშვის დედა, ემა.


ემა საავადმყოფოში მანამდე დაწვა, სანამ ირლანდია ჩაიკეტებოდა. საავადმყოფოდან გამოსული კი სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა.


ისევე, როგორც ყველა ახალშობილის მშობლებს დიდ ბრიტანეთში, ემასა და მის ქმარსაც (მაიკლი) 14 დღის განმავლობაში იზოლაციაში ყოფნა მოუხდათ.


ამ ხნის განმავლობაში ოჯახის ახლობლები მათ ფანჯარასთან აკითხავდნენ და ასე ნახულობდნენ.


ინფორმაციას BBC ავრცელებს.



სხვა სიახლეები