• Ƀ/$

მსოფლიო ბანკმა რუსეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

9 ოქტომბერი 13:46 | ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის ბოლოს რუსეთის ფედერაციის ის მშპ 1%-ით გაიზრდება. წინა ვარაუდის მიხედვით ზრდის მოცულობა 1,2%-ს შეადგენდა.

მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2020 წელს რუსეთის მშპ ნავარაუდევი 1,8%იანი მაჩვენებლის ნაცვლად 1,7% იქნება, ხოლო 2021 წელს 1,8%.


რუსეთის ეკონომიკური ზრდის შენელება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, აღნიშნულია განცხადებაში.


კერძოდ, საუბარია ინვესტიციებისა და ვაჭრობის დაბალ ზრდაზე, ინდუსტრიული საქმიანობის შემცირებაზე და ნავთობის წარმოების შეზღუდვის შესახებ OPEC+ შეთანხმების იმპლემენტაციაზე. ამასთან ერთად „დრუჟბას“ ნავთობსადენის დაბინძურებამ უარყოფითი როლი ითამაშა, რის შემდეგაც შემცირდა ევროპისთვის ნავთობის მიწოდების მოცულობა.


მოხსენებაში ასევე საუბარია წლის დასაწყისში დღგ-ის გაზრდის მიზნით საცალო ვაჭრობის შემცირებაზე და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე. კვლევის ავტორთა თქმით, 2020 წელს დაგეგმილმა ინფასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს რუსეთის ეკონომიკის ზრდას.


პარალელურად, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ვარაუდობს, რომ ქვეყნის მშპ 2019 წელს 1,4%-ით გაიზრდება, 2020 წელს - 1,7%-ით, 2021 წელს კი 3,1%-ით.


სხვა სიახლეები