• Ƀ/$

სოსო მანჯავიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სასიკვდილოა „ნაციონალური მოძაობისთვის“

3 აპრილი 13:39 | INTERNET დაიჯესტი

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სასიკვდილოა ნაციონალური მოძაობისთვის“,- ამის შესახებ ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს. ხოლო ნაძალადევი დიქოტომია და პოლიტიკური ველი გაჯანსაღდეს:


„ორიოდე სიტყვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელიობის შესახებ. მრეწველობა და სოფლის მეურნეობა რომ უნდა განვითარებულიყო და ეკონომიკის არსებული მოდელი მანკიერი და საფრთხის შემცველია - ამაზე რაც თავი მახსოვს, ვწერ და ვლაპარაკობ მეც და ბევრი საღად მოაზროვნე ადამიანი. არც არსებული მოდელის სხვა "სიკეთეებს" შევგუებივართ და ამ მიმართულებით არც მარტო ლაპარაკით შეგვიზღუდია თავი. ამავე დროს, ჩემთვის ყველასთვის ნათელი იყო, რომ ჩვენი სტატუსის მქონე ქვეყნებში განვითარების ვექტორს ძალის ცენტრებში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები განსაზღვრავს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრს არ ესმის ეს და თავი ქრისტეფორე კოლუმბი ჰგონია.შეთქმულების თეორეტიკოსებზე აღარაფერს ვიტყვი. დღეს ეს ვითარება იცვლება, ძველი, ლიბერალურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული გლობალიზმი კვდება და გაურკვეველია ახლის დამკვიდრება რას მოიტანს. ამიტომ, საჭიროა, ამ ვითარების ჭკვიანური და ფრთხილი გამოყენება და მეტ-ნაკლებად თვითკმარი ეკონომიკური ბმების ჩამოყალიბება, ასევე, საამისოდ აუცილებელი პოლიტიკური და სტრუქტურული რეფორმები. ამისთვის კი აუცილებელი პირობაა ზემოთხსენებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგად თავსმოხვეული პოლიტიკური სისტემის რეფორმა და გათავისუფლება ლიბერალური გლობალიზმის არასტრუქტურული და სტრუქტურული მართვისაგან. მითუმეტეს, როცა ხელთ გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სასიკვდილო განაჩენია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისათვის. შეასაბამისად, უნდა დამთავრდეს კოაჰბიტაცია, ნაძალადევი დიქოტომია და პოლიტიკური ველი გაჯანსაღდეს. იმედია, გავივლით სცილასა და ქარიბდას შორის”,- წერს სოსო მანჯავიძე.


სხვა სიახლეები