• Ƀ/$

თურქეთის შეტევა სირიაზე - კადრები საზღვრიდან

10 ოქტომბერი 10:34 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თურქეთის შეირაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საკუთარი ტვიტერის საშუალებით განაცხადა. ოპერაციის დასახელებაა - „მშვიდობის წყარო“.


ოპერაციის მიზანია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთთა დანაყოფების წინააღმდეგ ბრძოლა და თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზონის ჩამოყალიბება, რომელიც სირიელ ლტოლვილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს.


სირიის სასაზღვრო რეგიონების დაბომბვის შედეგად, ამ დროისთვის ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე და სამი სამხედრო მოსამსახურეა დაიღუპული, ათობით ადამიანი კი დაშავებული.


კადრებს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან თურქული მედია ავრცელებს.


 








სხვა სიახლეები