• Ƀ/$

„აზერენერჯის“ საქართველოსა და ირანში ახალი ელექტროგადამცემი ხაზები გაჰყავს

10 ოქტომბერი 12:33 | ეკონომიკა

ენერგომიმოცვლის გაუმჯობესებისა და მეზობელ ქვეყნებში – საქართველოსა და ირანში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის მიზნით „აზერენერჯის“ ახალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გაჰყავს.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია „აზერენერჯის“ პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელზე თეიმურ აბდულაევზე დაყრდნობით წერს.


მისივე თქმით, საქართველოსთან ენერგომიმოცვლისა და ამავე ქვეყნის გავლით ევროპის ბაზარზე გასვლის მიზნით, 44–კილომეტრიან მონაკვეთზე 330–კილოვოლტიანი გადამცემი ხაზების „აღასტაფა–გარდაბანი“ რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. დაგეგმილი 162 ელგადამცემი ენძიდან 124 უკვე დამონტაჟებულია. 10 კილომეტრის სიგრძეზე გაყვანილია ელექტროგადამცემი გამტარები და 13 კილომეტრზე გაყვანილია ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელები.


ირანის მიმართულებით 220–კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რომლის სიგრძე 68 კმ–ს შეადგენს და 260 ანძას მოიცავს, საიდანაც 177 უკვე დამონტაჟებულია.


ენერგომიმოცვლის გასაუმჯობესებლად აზერბაიჯანი რუსეთის მიმართულებითაც აპროექტებს ახალი ელექტროგადამცემ ხაზსს, რომლის გამტარუნარიანობა 330 კილოვოლტს შეადგენს.


სხვა სიახლეები