• Ƀ/$

ტურიზმიდან შემოსავალმა $1.5 მლრდ-ს მიაღწია

10 ოქტომბერი 12:51 | ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა იანვარი-ივნისის პერიოდში $1.5-ს მიაღწია.

2019 წლის იანვარი-ივნისის (I-II კვარტალი) პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.5 მილიარდ დოლარს (ზრდა +7%), რაც 95 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იანვარი-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში  შეადგენა 7.7%, ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია.


2019 წლის აპრილი-ივნისის (II კვარტალი) პერიოდში  შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 878 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 68 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.  აპრილი-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენა 8.2%. ზრდა წინა წელთან შედარებით +23.6%-ია.


სხვა სიახლეები