• Ƀ/$

ბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება - Georgian Airways განცხადებას ავრცელებს

8 აპრილი 14:15 | INTERNET დაიჯესტი

ავიაკომპანია Georgian Airways-ი კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქეთა ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„ყურადღება! კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქე, ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, რომელსაც სურს 10 აპრილის ჩარტერული რეისით (თბილისი-ლარნაკა) სარგებლობა, სპეციალური ნებართვის მისაღებად უნდა დაუკავშირდეს კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ კრიზისების მართვის ცენტრს: +357 22801000 ან +357 99660129 (არასამუშაო საათებში) ან საბერძნეთის რესპუბლიკაში კვიპროსის რესპუბლიკის საელჩოს: +30 21003734900.


სანამ ბილეთს შეიძენთ, გთხოვთ დარწმუნდით, რომ გაქვთ ნებართვა, რადგან ბილეთები, რეისზე თბილისი-ლარნაკა, არ ექვემდებარება დაბრუნებას“,- წერია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


სხვა სიახლეები