• Ƀ/$

დედა ყველაზე მეტად მენატრება – 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე

8 აპრილი 15:25 | INTERNET დაიჯესტი

ყველაზე მეტად დედა მენატრება – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძემ განუცხადა.

გოგონა რომელიც მამასთან, ბიძასთან, ბებიასთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამიდასთან ერთად ცხოვრობს, ფეისბუქმომხმარებლებმა „ლუღი“ შეარქვეს.


გოგონა მამასთან ერთად წლები ქობულეთში ცხოვრობდა, სადაც ტარიელ ფანჩვიძე ციტრუსის მეურნეობაში მუშაობდა.


„ახლა რომ გაჭირდა ცხოვრება და კორონავირუსმა შემოგვიტია, ძირ სახლში დავბრუნდით…ხედავთ აქ რა პირობებში ვცხოვრობთ…


არც კარი აქვს ჩვენს სახლს და არც ფანჯარა… ქრისტინა დედამ მიატოვა, არც ბავშვს აქვს სურვილი უკვე 5 წლისაა რომ დედა ნახოს… არც მოგვიკითხავს მე და ჩემს შვილს…


მე არაფერს ვაკლებ ჩემს გოგონას, რაც შემიძლია. სამუშაოც არ არის რომ სადმე ფიზიკურად ვიმუშაო, ეზოც პატარა გვაქვს სულ 30 ძირი თხილი გვაქვს და სოციალური დახმარების იმედზე ვარ…


მყავს ქრისტინეს გარდა კიდევ 15 წლის ქალიშვილი,რომელიც პირველი ქორწინებიდან მყავს და დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობს“,- ამბობს ტარიელ ფანჩვიძემ.


5 წლის ქრისტინეს „ტკბილები“ უყვარს, განსაკუთრებით კი ლეღვი.


„მინდა წითელი სახლი მქონდეს, კომპიუტერი მინდა, აი, თავისი მაგიდა, რომ მოყვება და კიდევ ველოსიპედი მინდა, მაგრამ ყველაზე მეტად დედა მენატრება.


მამა კი ყველაზე მეტად მიყვარს, მერე ბებია, ბიძა. კიდევ მამიდა მიყვარს, ის ცუდადაა, სულ წევს“, – ამბობს ქრისტინა.


გოგონა დილას ასე იწყებს:


„ვდგები დილით, თავს ვიწესრიგებ…საჭმელს ვაჭმევ ჩემს ლეკვებს…მერე მამა მივარცხნის თმებს, კოსა ძალიან მიხდება… მერე ჩამოვჯდები ხის ძირში და გეგმებს ვაწყობ, რა როგორ“, – ამბობს გოგონა.


ქრისტინე ამჟამად მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ დიდი ჭყონის მარტვილის მეურნეობაში ცხოვრობს.


ასევე დაგაინტერესებთ:


ქრისტინე ფანჩვიძეს სტიპენდიას დაუნიშნავენ


წყარო


სხვა სიახლეები