• Ƀ/$

პუტინმა ალიევი სანკტ-პეტერბურგში მიიწვია

11 ოქტომბერი 16:35 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რფ-ის პრეზიდენტმა დსთ-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერები (მათ შორის აზერბაიჯანი), რომლებიც „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ არ არიან გაწევრიანებული, 20 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ არაფორმალურ სამიტზე მიიწვია.

„ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში კოლეგებთან შევთანხმდით ჩავატაროთ არაფორმალური შეხვედრა და ვიწვევთ დსთ-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს შემოგვიერთდნენ და მეგობრულ გარემოში ვისაუბროთ მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. მოხდეს აზრების მიმოცვლა და საერთაშორისო მოვლენების განხილვა. ღონისძიება არ იქნება პროტოკოლური შეხვედრებით გადატვირთული“, - განაცხადა პუტინმა.


„ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ ოფიციალური სამიტი ოქტომბრის დასაწყისში გაიმართა. აქვე აღსანიშნავია, რომ უზბეკეთის ხელისუფლება ორგანიზაციაში გაწევრიანების შესაძლებლობას განიხილავს.


 


სხვა სიახლეები