• Ƀ/$

მაია ბუწაშვილი: საქართველოში COVID 19-ით მოსახლეობის 30% დაინფიცირდება

8 აპრილი 17:31 | INTERNET დაიჯესტი

ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის ვარაუდით, ინფიცირებულების რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 30% იქნება. 

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მკვეთრი აღმავლობა ინფიცირებულების, როგორიც იყო ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოში არ უნდა იყოს, ვინაიდან საწყისი იმპორტის შემთხვევების შეკავება დადებითად მოხდა. ამიტომ, არ ველით ჩვენ, რომ ერთბაშად მოხდება ინფიცირება,საქართველოში COVID 19-ით მოსახლეობის 30% დაინფიცირდება, თუმცა არა ერთბაშად,"- აცხადებს ინფექციონისტი. 


ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღემდე დაავადების 208 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 48 ადამიანი ინფექციისგან განიკურნა.


 


 


სხვა სიახლეები