• Ƀ/$

ოფიციალური ბაქო სირიაში თურქული ოპერაციის შესახებ

11 ოქტომბერი 16:44 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოზიტიურად აფასებს სირიაში მიმდინარე თურქულ სამხედრო ოპერაციას სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში.


„აზერბაიჯანი მკაცრად გმობს ტერორიზმის ყველა ფორმასა და გამოვლინებას და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ამ მიმართულებით ბრძოლაში. აქვე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ გატარებული ღონისძიებები, სირიის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში ემსახურება ტერორიზმის საფრთხის აღმოფხვრას, ლტოლვილების სახლებში დაბრუნებას, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“ - ნათქვამია განცხადებაში.


სხვა სიახლეები