პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ის პირად ტრაგედიასაც შეეხო.
„ტრაგიკული ცხოვრება მაქვს – შვილი მყავს გარდაცვლილი. სანამ ასეთ რეჟიმზე გადავიდოდი მანამდე ყოველდღე დავდიოდი შვილის სასაფლაოზე. ყვავილების ყველა გამყიდველი მიცნობს, მათგან ყოველდღე ვყიდულობდი გვრიგვინს.
ბოლო პერიოდში ისე ხშირად ვეღარ ავდივარ საფლავზე. რამდენიმე დღის წინ ყვავილების საყიდლად რომ მივედი, ორი გვირგვინის ყიდვა გადავწყვიტე, ვიფიქრე, იქნებ რამდენიმე დღე ვეღარ მოვახერხო მისვლა და არ შემიძლია ჩემს შვილთან არ იყოს კანდელი და ყვავილები-მეთქი.
გამყიდველმა არავითარ შემთხვევაში თანხა არ გამომართვა. ძალიან შევწუხდი, მაგრამ ამასთანავე სასიამოვნო ჟესტი იყო.“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ინფექციონისტს ერთადერთი შვილი 2017 წელს მოულოდნელად გარდაეცვალა. ირაკლი ძიმისტარაშვილი იურისტი გახლდათ. ის ანტალიაში დაიღუპა, სადაც 13 წლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი.
ძიმისტარაშვილი მეორე ქორწინებაში ტელეწამყვან ნელი აგირბასთან იმყოფებოდა.