• Ƀ/$

"ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 მცირეწლოვანი რჩება, მათი მდგომარეობაც საყურადღებოა"

9 აპრილი 12:35 | INTERNET დაიჯესტი

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტის, ნინო ალხაზიშვილის თქმით, კლინიკაში ამ დრომდე 5 მცირეწლოვანი პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობაც საყურადღებოა,- ამის შესახებ ინფექციონისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი მცირეწლოვანი ოჯახის წევრთან გადავიდა.


"ჩვენს კლინიკაში არის 55 პაციენტი. აქედან არის 13 დადასტურებული შემთხვევა. ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ჩვენთან არ არის არავინ.


13 პაციენტიდან 5-თან არის პნევმონია დაფიქსირებული, ერთი არის განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმე, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ არის.


რაც შეეხება მცირეწლოვნებს, 6 მცირეწლოვანიდან 1 ოჯახის წევრთან გადავიდა, ხოლო დანარჩენი ხუთის მდგომაროება საყურადღებოა",- განაცხადა ინფექცინისტმა.


სხვა სიახლეები