• Ƀ/$

Tesla Model 3-ის გაყიდვების ზრდის ტემპი გეგმას ჩამორჩება

14 ოქტომბერი 17:29 | ტექნოლოგიები

ილონ მასკი 2019 წელს 500 000 Tesla Model 3-ის რეალიზაციას ვარაუდობდა. 3 კვარტალის ონაცემებზე დაყრდნობით ნათელი ხდება, რომ გაყიდვების ზრდის მიუხედევად მასკის ვარაუდი ფუჭ სურვილად დარჩება.

იანვარ-სექტემბერში მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ 208 000 Tesla Model 3 გაიყიდა, რაც გასული წლის მონაცემებს 51%-ით აღემატება, მაგრამ გეგმას თითქმის 2-ჯერ ჩამორჩება.


წარმოების ზრდისა და გაყიდვების ევროპაში დაწყების ფონზე მოლოდინი რელურ სურათთან შედარებით უფრო ოპტიმისტური აღმოჩნდა.


ერთი რაც უდაოა Tesla Model 3 ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი გახდა. ჯამური გაყიდვებით - 350 000 ის ჯერ კიდევ ჩამორჩება Nissan Leaf-ს, მაგრამ მათ შორის სხვაობა ნელ-ნელა მცირდება.


გეგმის შეუსრულებლობამ გავლენა კომპანიის აქციების ფასზეც იქონია. იანვრიდან დღემდე ტესლას 1 აქციის ღირებულება $310-დან $248-მდე შემცირდა.  


მსგავს თემაზე:

Tesla model 3 ჩინურ ბაზარზე შედის


Mercedes ელექტრომობილებზე გადადის



სხვა სიახლეები