• Ƀ/$

ზურაბ ქადაგიძე: კორონავირუსმა ქართული პოლიტიკის „სტერილიზაცია“  მკაფიოდ მოახდინა

22 აპრილი 19:02 | INTERNET დაიჯესტი

„საქართველოში ორი სახის ვირუსი მძვინვარებს. ერთი - კოვიდ-19-ის სახით, რომელიც მალე დასრულდება და მეორე - „ნაცმოძრაობის“ სახით, რომელსაც ქართველი საზოგადოება როგორც სახადს, ერთხელ და სამუდამოდ მოიხდის“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის“ დამფუძნებელი ზურაბ ქადაგიძე აცხადებს.

მისი თქმით, „კორონავირუსმა ქართული პოლიტიკის „სტერილიზაცია“  იმდენად მკაფიოდ მოახდინა, რომ ყველა მოვლენასა და ფაქტს თავისი სახელი დაარქვა. 


„კორონავირუსმა ქართული პოლიტიკის „სტერილიზაცია“  იმდენად მკაფიოდ მოახდინა, რომ ყველა მოვლენასა და ფაქტს თავისი სახელი დაარქვა.  ერთ მხარეს აღმოჩნდა საზოგადოება და მთავრობა, რომელიც შეთანხმებული მოქმედებებით ცდილობს, ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს  საშინელი ბრძოლიდან, რომელსაც კოვიდ-19-ის პანდემია ჰქვია. მეორე მხარესაა ოპოზიციად წოდებული „ნაცმოძრაობა“ თავისი განშტოებებითა და სატელიტებით, რომელიც ვირუსის მოქმედების პარალელურად, საკუთარი პარტიული დღის წესრიგით ცდილობს პოლიტიკური ქულების მოპოვებას. მათი დღის წესრიგი იმდენად მკაფიოა, რომ შესაძლებელია, ქრონოლოგიურად დაალაგო - ვირუსის გამოჩენის პირველივე დღეებიდან დაიწყო ჯანდაცვის სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ქართველი მედიკოსების საჯარო „ბულინგი“ და დაცინვა. სწრაფი ტესტების მოთხოვნა ლამის პარანოიად აქციეს. მიზანმიმართული კამპანია დაიწყო ეკლესიისა და სასულიერო პირების წინააღმდეგ. სახელმწიფო დაადანაშაულეს ემიგრანტების მიმართ უყურადღებობაში. მსოფლიო მასშტაბით კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის 100-მილიონიანი დახმარება მარტივ მამრავლებად დაშალეს და ხან დოლარში გადაჰყავდათ, ხან ევროში, რომ  საზოგადოებისთვის უარყოფითი მხრიდან ეჩვენებინათ.


ეს მცირე ჩამონათვალია იმ „მავნებლობებისა“, რომლებსაც „ნაცმოძრაობა“ არა პოლიტიკური ოპონენტის, არამედ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს“, - აღნიშნა ქადაგიძემ.


ახალგაზრდული ცენტრის“ დამფუძნებელი დღეს მარნეულში გამართულ აქციასაც გამოეხმაურა.


„დღეს დაგვირგვინდა მარნეულის აქციით, სადაც „ნაცების“ ერთმა ნაწილმა  შეკრებილ ხალხს - მიშა, მიშა აძახებინა და „პრადვინუტმა“ ნაცებმა (ბოკერია-უგულავას პარტია) ვითომ სიტუაციის დასამშვიდებლად მიაგზავნეს პარტიის წარმომადგენელი.


საქართველოში ორი სახის ვირუსი მძვინვარებს. ერთი - კოვიდ-19-ის სახით, რომელიც მალე დასრულდება და მეორე - „ნაცმოძრაობის“ სახით, რომელსაც ქართველი საზოგადოება როგორც სახადს, ერთხელ და სამუდამოდ მოიხდის“, - აცხადებს ქადაგიძე.


ცნობისთვის, მარნეულში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, საკვები-პროდუქტების რეალიზება ვერ ხერხდება.


სხვა სიახლეები