• Ƀ/$

9 თვეში ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა, იმპორტი 3.3%-ით შემცირდა

21 ოქტომბერი 11:48 | ეკონომიკა

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში $9.1394 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია.

9 თვეში ექსპორტი 11.1%-ით $2.719 მლრდ-მდე გაიზარდა, იმპორტი 3.3%-ით $6.475 მლრდ-მდე შემცირდა. რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს პირველ სამ კვარტალში მან $3.755 მლრდ სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა. იმავე პერიოდში წმინდა ექსპორტი რეექსპორტის გარეშე მხოლოდ 1.6%-ით $1.691 მლრდ-მდე გაიზარდა.


2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 620.1 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 16.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 1 667.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (10.6 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.8 პროცენტი შეადგინა.


2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 430.9 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 23.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.6 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 704.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (12.4 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3 პროცენტია.



2019 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (371.1 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (355.1 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (261.3 მლნ. აშშ დოლარი).


9 თვეში ექსპორტი რუსეთში 18%-ით, უკრაინაში 56%-ით, რუმინეთში კი 290%-ით გაიზარდა, თუმცა ამის საპირისპიროდ 20%-იანი კლება აღინიშნა თურქეთში, აშშ-სა და ჩინეთში კი მსოფლიოს #1 და #2 ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებში 23-23 პროცენტით.


საექსპორტო პროდუქციაში უცვლელ პირველ ადგილს $477 მლნ-ით სპილენძის მადნები იკავებს, მეორეზე $454 მლნ-ით მსუბუქი ავტომობილებია, სამეულს $240 მლნ-ით ფეროშენადნობები ასრულებს. 9.6%-იანი ზრდის მიუხედავად $152 მლნ-ით ღვინო კვლავ მეოთხე ადგილზე რჩება.


2019 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 138.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (661.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (647.2 მლნ. აშშ დოლარი).


საიმპორტო პროდუქციაში პირველი სამი ადგილი ნავთობზე, მსუბუქ ავტომობილებზე და სპილენძის მადნებზე ნაწილდება.


მსგავს თემაზე:

ინფლაციის განაკვეთმა მიზნობრივ მაჩვენებელს 2.13-ჯერ გადააჭარბა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი