მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიის „ჰერბია“ წარმოებული პროდუქტის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.როგორც კომპანიის დირექტორი ზურაბ ჯანელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ადგილზე ბოსტნეულის დიდი სიმცირეა, რის გამოც გადაწყდა, რომ თითქმის მთელი რესურსი, დაახლოებით 95% ქართულ ბაზარზე გაიყიდოს. ექსპორტზე კი აქცენტი, წლის მეორე ნახევარში ბულგარეთზე გაკეთდება.რაც შეეხება 2023 წლის ტენდენციას, როგორც '„ჰერბიას“ დირექტორი აღნიშნავს, გასულ წელს პროდუქტი ექსპორტზე საერთოდ არ გასულა. თუმცა 2022 წელს მცირე რაოდენობა, 5%-ის ფარგლებში გერმანიაში, ჰოლანდიასა და ბულგარეთში გაიყიდა.„პანდემიის შემდგომი პერიოდიდან ბოსტნეულზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც „ჰერბიას“ გაყიდვებზეც ადეკვატურად აისახება. წლიდან წლამდე სტაბილური ზრდა გვაქვს და ამ ტემპს წელსაც შევინარჩუნებთ. დროებით ვამბობთ უარს მასშტაბური ექსპორტის განხორციელებაზე, გაყიდვები ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იქნება მიმართული, რადგან მოთხოვნა ზრდადია. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მთლიანად ქართულ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული, შემოდგომის პირს კი მცირე ნაწილს უკვე ევროპის ბაზარზე გავიტანთ, ძირითადად ბულგარეთში, სადაც ჩვენს პროდუქტს კარგად იცნობენ და მაღალი ნდობითაც ვსარგებლობთ. რაც მთავარია, უწყვეტობის კუთხით აქ არ გვაქვს პრობლემა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ნაკლებად პრეტენზიული ბაზარია, მაშინაც, როცა მიწოდებაში შეიძლება წყვეტა გვქონდეს“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.მიმდინარე წლის გეგმასთან დაკავშირებით ჯანელიძე აცხადებს, რომ დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა იქნება. ხოლო პროდუქციის ჯამური მოცულობა სავარაუდოდ 2000 ტონას გადააჭარბებს, რაც წინა წლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება.როგორც ცნობილია, კომპანიამ გასულ წელს ბაზარზე ახალი პროდუქტი, დაჭრილი მწვანილები და სალათის ფურცლების მიქსი გამოიტანა, რითაც რამდენიმე ქსელური მარკეტი მარაგდება. ჯანელიძის ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებას წარმოების დაახლოებით 25% უჭირავს.„დაჭრილი მწვანილის ხაზი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენი დიასახლისების დიდი ნაწილი ცოტა დროს ატარებს სახლში, უმეტესობა დასაქმებულია, ამიტომ დროის დაზოგვის თვალსაზრისით გამზადებული პროდუქტის შეძენა მნიშვნელოვანია, ამიტომ მოთხოვნაც მატულობს, რასაც ჩვენი წარმოებაც ადეკვატურად პასუხობს. არ გამოვრიცხავ, მომავალში ამ მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ მუშაობა“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.ცნობისთვის, „ჰერბია“ მაღალტექნოლოგიური საწარმო წყალტუბოში მდებარეობს. კომპანია 30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
1710764071
1709812585
საქართველოში ჭიაყელების ბიო-ფერმა ამოქმედდება - „მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“„მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“ - როგორც კომპანია „მაკრო პრიმის“ დამფუძნებელი, გურამ გეჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია და ის ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ასწრებს.გურამ გეჯაძე: წლიურად დაახლოებით 150 ტონა სასუქს ვაწარმოებთ. წლიდან წლამდე მოთხოვნა მკვეთრად მატულობს. წელს მაგალითად, მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია, ამიტომ ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით არც კი მოიაზრება.სასუქის რეალიზაცია ხდება როგორც ქსელურ მაღაზიებში - „კარფურში“, „გორგიაში“, „დომინოში“, ისე ფერმერებთან. 1 კილოგრამი მყარი სასუქი 1,2 ლარი ღირს, ხოლო თხევადი - 6 ლარი. მაღაზიებში კი ფასი განსხვავებულია. გურამ გეჯაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჰყავს ჭიაყელების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც სასუქის წარმოებისთვის გამოიყენება, მაგრამ სამომავლოდ ჭიაყელების ბიო-ფერმის გაკეთებას გეგმავს.„ჭიაყელებით ცილის, პროტეინის წარმოება მოხდება, როგორც საკვები დანამატი მეცხოველეობაში. როგორც კი რაღაც მასშტაბზე გავალ, რომ გამოიხშიროს, ფერმას აუცილებლად გავაკეთებ“ - ამბობს ის.ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მსხვილფეხა პირუტყვის ფერმენტირებული ნაკელი უნიკალური პროდუქტია, რომლის ინტენსიური გამოყენება აღადგენს გამოფიტულ და ქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. ასეთი სასუქის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი მიიღება.„მაკრო პრიმმა“ წარმოება 2011 წლიდან დაიწყო. საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარეობს.
1709632321
ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები 7.1%-ით გაიაფდასტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 3 პროცენტით შემცირდა.მათი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.1 პროცენტიანი კლებით, რამაც -3.99 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.„წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი შემცირდა 4.6 პროცენტით. ინდექსის კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 25.2 პროცენტიანი კლებით, რაც -5.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება გაიზარდა 4.3 პროცენტით, რამაც 1.18 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
1709542800
ქვეყნები, სადაც ცხვრების რაოდენობა ადამიანებს აღემატებაბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში საშუალოდ, 1.2 მილიარდი ცხვარია. ამის მთავარი კონტრიბუტორი კი ჩინეთია, რომელსაც ცხვრების ყველაზე დიდი პოპულაცია ჰყავს. შესაბამისად, კონტინენტების მიხედვითაც, ყველაზე მეტი ცხვარი, გლობალური პოპულაციის 42% აზიაში ცხოვრობს, 31% - აფრიკაში, 11% - ევროპაში, 8.1% - ოკეანეთში, ხოლო 7% ამერიკის ორივე კონტინენტზე ერთად.2019 წლისთვის ჩენეთში 187 მილიონი ცხვარი, გლობალური პოპულაციის 15% ირიცხებოდა. მაღალია ცხვრების რაოდენობა ინდოეთში, ავსტრალიაში, სუდანში, ირანსა და ახალ-ზელანდიაშიც. ცხვრების მაღალი რაოდენობა ამ ქვეყნებში ცხვრის პროდუქტებზე მაღალ მოთხოვნას პასუხობს. 2018 წელს ჩინეთში ცხვრისა და ბატკნის 2.7 მილიონი ტონა ხორცი მოიხმარეს. ცხვრის ხორცზე მაღალია მოთხოვნა ყაზახეთშიც, სადაც ერთი ადამიანი წლის განმავლობაში 8.2 კგ ხორცს მოიხმარს.თუმცა განსხვავებით ქვეყნებისა, რომელთა მოსახლეობაც მაღალია, იქნება ეს ჩინეთი თუ ინდოეთი, ისეთ ქვეყნებსაც ვხვდებით, სადაც ცხვრის პოპულაცია ადამიანების რაოდენობას აღემატება. ასეთია, მაგალითად, ავსტრალია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 3.3 ცხვარი მოდის.ამ ქვეყანათა ჩამონათვალს მიეკუთვნებიან:ნამიბია - 1.08 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეირლანდია - 1.1 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზემავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა - 1.8 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეისლანდია - 1.2 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეურუგვაი - 2.9 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეუელსი - 3 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზემონღოლეთი - 4.5 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეახალი ზელანდია - 5.1 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზესავარაუდოა, რომ ახალ ზელანდიაში ცხვრებისა და ადამიანების ეს შეფარდება მომავალ წლებში ვერ შენარჩუნდება, რადგან ცხვრის პოპულაცია ქვეყანაში წლიდან წლამდე დრამატულად მცირდება. თუ 1982 წელს აქ 70 მილიონი სული ცხვარი ფიქსირდებოდა, 2020 წელს მათი რაოდენობა 26 მილიონამდე შემცირდა.ასევე არსებული პროგნოზით, ჩინეთი ცხვრების რაოდენობით გლობალური ლიდერის ტიტულს მომავალი წლების განმავლობაშიც შეინარჩუნებს.
სხვა სიახლეები
2024 წლის იანვრის მონაცემებით ქვეყანაში მობილური აბონენტების რაოდენობამ 5,45 მილიონი აბონენტი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებლებს 1,6%-ით აჭარბებს.როგორც comcom-ის მობილური მომსახურების ბაზრის ანგარიშშია აღნიშნული, იანვარში კომპანიებმა მობილური აბონენტებისთვის გაწეული მომსახურების შედეგად 67,5 მლნ ლარი შემოსავალი მიიღეს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 62 მლნ ლარი, შესაბამისად ზრდა 8,7%-ია.თუ კი არსებულ სტატისტიკას ბაზრის ლიდერი კომპანიების დონეზე ჩაშლით ირკვევა, რომ იანვრის მონაცემებით მაგთიკომის აბონენტების რაოდენობამ 2,27 მლნ აბონენტი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი კომპანიის აბონენტების რაოდენობა 2,24 მლნ-ს შეადგენს, ზრდა 1,6%-ა.სილქნეტის მობილური აბონენტების რაოდენობამ იანვარში 1,85 მლნ აბონენტი შეადგინა, ზრდა გასულ წელთან 3,5%-ია. 2023 წლის იანვარში კომპანიის მობილური აბონენტების რაოდენობა 1,79 მლნ-ს შეადგენდა.მობილურ აბონენტებიდან მიღებული შემოსავლები იანვარში მაგთიკომის მაგალითზე 4,4%-ით გაიზარდა, ხოლო სილქნეტის მაგალითზე 11,5%-ით.ირკვევა, რომ 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ბაზრის წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით ასეა გადანაწილებული: მაგთიკომი: 41.7%, სილქნეტი: 34.0%, სელფი მობაილ: 24.0%, ეკლეკტიკ: 0.34%.ბაზრის წილი შემოსავლების მიხედვით: მაგთიკომი: 47.9%, სილქნეტი: 35.4%, სელფი მობაილ: 16.5%, ეკლეკტიკ: 0.2%.
ბიზნესი • 1710854202
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7098 ლარი იყო.გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9420 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9529 ლარს შეადგენს.თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულებაც 0.0839 ლარია.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 20 მარტს შევა ძალაში.
ეკონომიკა • 1710853524
კაკაოს ფასი ნიუ-იორკისა და ლონდონის ბაზრებზე რეკორდულ მაჩვენებელზეა. აღნიშნული გამოწვეულია დასავლეთ აფრიკაში მიღებული ცუდი მოსავლითა და მიწოდების დეფიციტით. როგორც „როიტერსი“ წერს, კაკაოსთან ერთად, კვლავ მაღალი რჩება ყავისა და შაქრის ფასი.ნიუ-იორკის ბაზარზე, კაკაოს მაისის ფიუჩერსებმა ტონაზე 8,172 დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელთან შედარებით ფასი 193%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 36%-ით არის გაზრდილი.ლონდონის ბაზრებზე რობუსტას ყავის მაისის ფიუჩერსები ტონაზე 3 348 დოლარამდე გაიზარდა. რებუსტას ყავის უმსხვილესი მწარმოებელი ვიეტნამია, საიდანაც მიწოდება შეფერხებულია, ეს კი ხელს უშლის ფასის შემცირებას. რაც შეეხება შაქრის ფასს, ლონდონის ბაზარზე ნედლი შაქრის მაისის ფიუჩერსების ფასი 22.17 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო თეთრი შაქრის მაისის ფიუჩერსების ფასი 0.4%-ით გაიზარდა და ტონაზე 629 დოლარი შეადგინა.
ეკონომიკა • 1710848776
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მესამედზე მეტით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წელს ქვეყანამ უცხოეთში 402,729 მლნ დოლარის (28 868 ერთეული) მანქანა იყიდა, წელს ეს მაჩვენებელი 258,122 მლნ დოლარამდე (17 515 ერთეული) შემცირდა.ამასთან, საქსტატის მონაცემებით, მცირედით, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი. ძირითადი საექსპორტო ქვეყნები კი ყირგიზეთი და ყაზახეთი იყო.top-5 ქვეყანა, სადაც 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ავტომობილები გადის:ყირგიზეთი – 122,256 მლნ დოლარი (3 345 ერთეული)ყაზახეთი – 76,388 მლნ დოლარი (5 657 ერთეული)აზერბაიჯანი – 37,075 მლნ დოლარი (1 750 ერთეული)სომხეთი – 15,695 მლნ დოლარი (1 002 ერთეული)ტაჯიკეთი – 3,652 მლნ დოლარი (236 ერთეული)top-5 ქვეყანა, საიდანაც 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ავტომობილები შემოვიდა:აშშ – 151,167 მლნ დოლარი (12 128 ერთეული)იაპონია – 33,417 მლნ დოლარი (2 004 ერთეული)გერმანია – 31,141 მლნ დოლარი (1 083 ერთეული)კორეის რესპუბლიკა – 6,515 მლნ (395 ერთეული)ჩინეთი – 5,212 მლნ დოლარი (384 ერთეული)
ბიზნესი • 1710848731
საქართველოს ბანკმა UN Women-ის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე კი ღონისძიების პანელის „მდგრადი დაფინანსება ქალი მეწარმეებისთვის - როგორც ბიზნესსტრატეგია“ სპიკერი იყო.ღონისძიების ფარგლებში, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის განხორციელებულ ინიციატივებს განიხილავდნენ და საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ.შეხვედრის ფარგლებში, პანელზე ეთერ ირემაძემ საქართველოს ბანკის იმ ინიციატივებისა და პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომელთა მიზანი ქალთა გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობაა. პანელზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა საფინანსო სექტორში და მის გარეთ; გამოწვევები რაც აფერხებს ქალთა მიერ დაფუძნებულ ბიზნესებში ინვესტიციების ზრდას და ა.შ.„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, განგვეხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: როგორ გვეხმარება გენდერული ანალიზი წარმატებულ ინვესტირებაში, მდგრადი დაფინანსება ქალი მეწარმეებისთვის - როგორც ბიზნესსტრატეგია, რეგიონებში ქალი მეწარმეების გაძლიერების პროექტები და მათი მიმდინარეობა. საქართველოს ბანკში ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და ამ კუთხით არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. მაგალითად "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა", რომელსაც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვახორციელებთ. გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით სწორედ რამდენიმე დღის წინ დასრულდა მეშვიდე ნაკადის გადამზადება. ასევე, ბანკში დიდ ყურადღებას ვაქცევთ გენდერული ბალანსის დაცვას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის 8000-ზე მეტი თანამშრომლიდან 69.9% ქალია“,- განაცხადა ეთერ ირემაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.UN Women-ის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ გამომსვლელთა შორის იყვნენ: ბერგლიოტ ჰოვლანდი ნორვეგიის ელჩი საქართველოში; კაორი იშიკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში; ივანა ფერნანდეს დუარტე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალური მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში; თამარ საბედაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში; ჩან სუტკენი, ინვესტირების უფროსი სპეციალისტი, აზიის განვითარების ბანკი; მარიამ ქობალია, გენდერის და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის ხელმძღვანელი რეგიონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა.
ბიზნესი • 1710847334
ჟირაფები, ანტილოპები, ზებრები, ბეჰემოთები, მარტორქები - ეს იმ ბინადრების არასრული ჩამონათვალია, რომლის მონახულებაც ვიზიტორებს თბილისის ზღვაზე მდებარე ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე შეეძლებათ.ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 48 ჰექტარია, ორი მთავარი მიმართულება იქნება - კავკასიური და აფრიკული სავანა. როდის გაიხსნება თბილისის ახალი ზოოპარკი და რა სიახლეები ელით დამთვალიერებლებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.- ბატონო ზურაბ, რა ეტაპზეა თბილისის ახალი ზოოპარკის გადატანის პროცესი? რა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და როდის ექნებათ ვიზიტორებს ზოოპარკის ახალი იერსახით დათვალიერების საშუალება? - მიმდინარეობს მშენებლობა, ცხოველების გარკვეული ნაწილი გადაყვანილია. დაგეგმარება მსოფლიო ბიოგეოგრაფიული ერთეულების შესაბამისად იქნება. ახალ ზოოპარკში ორი მთავარი მიმართულება იქნება - კავკასიური და აფრიკული სავანა. კავკასიის დიდი ნაწილი არის გადაყვანილი. ერთ-ერთი ძირითადი ექსპოზიცია სწორედ კავკასიის იქნება. გარდა ამისა, ჩვენ კავკასიაში ვცხოვრობთ და მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამყარო უნდა იყოს. მეორე ფაზა გახლავთ აფრიკული სავანის მშენებლობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. აფრიკული სავანა განკუთვნილი არის დიდი ზომის ჩლიქოსნებისთვის და მსგავსი ცხოველებისთვის, იგულისხმება არასახიფათო ცხოველები. აქ ერთად იქნებიან განთავსებული ანტილოპები, ზებრები, ბეჰემოთები, მარტორქები და ჟირაფები. ზამთრის ვოლიერის მშენებლობა უკვე მთავრდება. თითქმის დასრულებულია ზებრებისა და ანტილოპების ზამთრის სადგომის აშენება. ჟირაფების, მარტორქებისა და ბეჰემოთების სადგომიც უკვე დასრულების პირასაა. ზაფხულის ვოლიერი ჯერ აშენებული არ არის. ჯერჯერობით, ზამთრის ვოლიერი შენდება და შემდეგ გარშემო უნდა ავაშენოთ ზაფხულის ვოლიერი. ახლა გვაქვს ასაშენებელი ძირითადი, ე.წ. ზაფხულის ვოლიერი. ჩვენი კლიმატი სრულიად მისაღებია იქაური ცხოველებისთვის, მაგრამ ზამთრის ვოლიერი მაინც საჭიროა. შემდეგი ეტაპი არის ზაფხულის ვოლიერის აშენება, რომელიც საკმაოდ დიდი იქნება, არ არის მარტივი ნაგებობა. მისი ფართობი დაახლოებით 8-9 ჰექტარი იქნება. როდესაც ადგილზე მოხდება დაგეგმარება და შემოღობვა, ალბათ, ზუსტი ფართობი მერე უფრო დაზუსტდება, მაგრამ რაც რუკაზე არის, 8- 9 ჰექტარამდე იქნება. ეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, სადაც პატარა ვოლიერები იქნება განთავსებული. მაგალითად, პრიმატებისთვის სხვადასხვა ვოლიერი იქნება. ცხოველები ნახევრად თავისუფალ პირობებში იქნებიან. პრიმატების კუნძულიც მალე დამთავრდება, გარკვეული შენობები აკლია. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე დავასრულებთ. გარშემო იქნება დიდი ვოლიერი, სადაც ცხოველები იმოძრავებენ, მათ შორის ყველა ცხოველი ერთად, როგორც ეს მაგალითად, აფრიკის სავანაშია. ეს არის მთავარი იდეა. გარდა ამისა, გვჭირდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, როგორიც არის წყალარინების სისტემა, ელექტროდენის გაყვანა, ბილიკების მოწყობა, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა და ა.შ. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება, ახალი ზოოპარკი გაიხსნას. გარდა ამ სიახლეებისა, ადგილზე ვიზიტორებს ასევე დახვდებათ საცხენოსნო კლუბიც.- როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის?- ამის პროგნოზირება ცოტა რთულია, რადგან დაფინანსებაზე არის დამოკიდებული. დაფინანსება როგორც კი გვექნება, იმის მიხედვით დასრულდება.- არის თუ არა ბიუჯეტის დაფინანსება ახალი პროექტის სრულყოფილად განსახორციელებლად საკმარისი და გესაჭიროებათ თუ არა დამატებითი შემოსავლები? მიგაჩნიათ თუ არა, რომ პროექტის განსახორციელებლად კერძო სექტორის ჩართვა არის საჭირო?- კერძო სექტორთან ჩვენ გვქონდა გარკვეული ურთიერთობა, მაგრამ მათი მხრიდან მაინც და მაინც დიდი ენთუზიაზმი არ ჩანდა არა მარტო ზოოპარკის მშენებლობასთან დაკავშირებით, არამედ კონსერვაციულ საქმიანობაზეც გვქონდა რამდენიმე პროექტი, რომელშიც ვცდილობდით კერძო სექტორი უფრო აქტიურად ყოფილიყო ჩართული ჩვენი ქვეყნის ბუნების დაცვაში, მაგრამ მათ მხრიდან მაინც და მაინც დიდი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია. ერთადერთი, ვინც გვაფინანსებს, ეს არის სახელმწიფო. სწორედ მათ გამოჰყვეს თანხები და ამით შევძელით სამუშაოების გარკვეულ დონემდე განხორციელება. გარდა ამისა, ურთიერთობა გვაქვს უცხოურ ფონდებთან. მაგალითად, ერთ-ერთი არის „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი“, რომელთან ერთადაც შენდება ვეტერინარული კლინიკა, რომელიც პარალელურად, სარეაბილიტაციო ცენტრიც იქნება. შენობა არის აშენებული, ახლა შიდა სამუშაოები არის ჩასატარებელი. იმედია, ეს პროექტი წელს დასრულდება. რაც შეეხება მშენებლობას, ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი თანამშრომლების ხელით არის აშენებული. ჩვენ გვყავს ჩვენი მშენებლები, თუმცა, ჩვენი ჯგუფი საკმაოდ მცირერიცხოვანია, ისინი საკმაოდ ბევრ სამუშაოს ასრულებენ. ნებისმიერი თანამშრომელი, ვისაც რაიმეს გაკეთება შეუძლია საკუთარ პროფესიულ დონეზე, ყოველთვის მონაწილეობს ზოოპარკის მშენებლობაში. არსებული ვოლიერების დიდ ნაწილი სწორედ ჩვენი თანამშრომლებიც ხელით არის აშენებული.- დაახლოებით რა თანხა გჭირდებათ იმისთვის, რომ ახალი ზოოპარკის პროექტი სრულად განხორციელდეს?- ზოოპარკი რომ მთლიანად გადავიდეს და საბოლოო სახე მიიღოს, დაახლოებით 40-50 მლნ ამერიკული დოლარი არის საჭირო, მაგრამ ზოოპარკის გახსნისთვის აუცილებელი არ არის, რომ ყველა ექსპოზიცია იყოს. ზოოპარკი ყოველთვის შეიძლება განვითარდეს, სხვა შემთხვევაში, შეიძლება მოსაწყენიც გახდეს. მისი განვითარება გახსნის შემდეგაც არის შესაძლებელი. იმისთვის, რომ ახალი ზოოპარკი გავხსნათ, დაახლოებით 7 მლნ ლარია საჭირო.- რა რაოდენობის თანხა არის ბიუჯეტით გათვალისწინებული?- ჯერ ამ წლის ბიუჯეტი არ გვაქვს. ველოდებით პასუხს, ალბათ, უახლოეს დღეებში გვეცოდინება რამდენი იქნება.- როდის შეემატება ზოოპარკს ახალი ბინადრები, ცნობილია, რომ ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება. როდის და რამდენ ჟირაფს ჩამოიყვანთ?- ჟირაფი დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა სხვა სახეობების ჩამოყვანასაც ვაპირებთ, მაგალითად მარტორქების. ერთი მარტორქა გვყავს, მაგრამ კიდევ უნდა დავუმატოთ მარტორქები, ბეჰემოთები, ასევე ანტილოპები. არიან გადაშენების პირას მყოფი სახეობები, რომელიც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჟირაფი არის ვარსკვლავი სახეობა, ძალიან პოპულარული და რაც მთავარია, ხალხს ჟირაფის ნახვა უნდა. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, წავიდეს და ჟირაფი აფრიკაში ნახოს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ახალ ზოოპარკში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ჟირაფი იქნება. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ზოოპარკი „ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის“ წევრია. შესაბამისად, როდესაც წევრი ხდები, გაქვს უფლება, წვდომა გქონდეს ისეთ ცხოველებზე, რომელიც ამ სივრცის გარეთ ძალიან რთული საშოვნელია, მათ შორის არის ასეთი ჟირაფი. პროცედურულად ცხოველების გადმოცემის თაობაზე აკეთებ განაცხადს, მათ ჰყავთ ჯგუფები, რომელსაც კომპეტენტური ადამიანები ხელმძღვანელობენ, მივმართავთ მათ და შემდეგ ისინი ჩვენს პირობებს შეამოწმებენ. საკმაოდ დიდი განაცხადია, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ პირობებში იქნება ცხოველი და ვის, რა კვალიფიკაცია აქვს, დაწყებული დირექტორიდან, დამთავრებული მომვლელით. გარდა ამისა, მითითებულია როგორი შენობაა, კლიმატი როგორი გვაქვს. ყველაფრის აღწერა ყველა ცხოველზე დეტალურად ხდება, არა მხოლოდ ჟირაფზე. ჩვენ ამ მონაცემებს ვგზავნით და შემდეგ უკვე მოგვიძებნიან ცხოველს სხვადასხვა ზოოპარკში. სასურველია, სხვადასხვა ზოოპარკიდან იყოს, რომელსაც შემდეგ საქართველოში წამოვიყვანთ.ჯერჯერობით, ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს 5 ჟირაფზე, თუმცა, ჩვენი შენობა დაახლოებით 10 ჟირაფისთვის არის საკმარისი, თან ეს შენობა არ არის მათი ხანგრძლივი ყოფნისთვის განსაზღვრული იმიტომ, რომ ჩვენი კლიმატიდან გამომდინარე, ამის საჭიროება არ არის. ჟირაფის გარდა, გათვალისწინებული არის 3 მარტორქა და 3 ბეჰემოთი.ზოგადად, ზოოპარკის ბინადრების ტრანსპორტირება საკმაოდ რთულია. არიან შესაბამისი კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ჩვენ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს ერთ-ერთ ჰოლანდიურ კომპანიასთან, მათ შორის არიან ქართული კომპანიებიც. სწორედ მათი მეშვეობით ხდება ცხოველების ტრანსპორტირება, ჟირაფების შემთხვევაშიც ასე მოხდება. პროფესიონალები, რომლებიც ჩაერთვებიან, უზრუნველყოფენ იმას, რომ ყველანაირი წესები დაცული იყოს. ცხოველების გადაყვანას თავისი წესები აქვს. ალბათ, ჩვენს შემთხვევაში, საჰაერო გზით ჩამოვა ახალგაზრდა ჟირაფები, სიმაღლეც თვითმფრინავში შეზღუდულია და უნდა შეეტიოს. დაახლოებით 4 მეტრამდე ცხოველები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სატვირთო თვითმფრინავით ხდება ცხოველების ტრანსპორტირება, მას უნდა ჰქონდეს სათანადო პირობები იმისთვის, რომ ცხოველები გადაიყვანოს. ცხოველების ჩამოყვანა არცთუ იაფი სიამოვნებაა. მათი შესყიდვა საჭირო არ არის, უფასოდ ვიღებთ, მაგრამ ტრანსპორტირება დიდ თანხებთან არის დაკავშირებით. იყო შემთხვევა, განსაკუთრებით წყალდიდობის შემდეგ, როდესაც ავიაკომპანიებმაც ანგარიში გაგვიწიეს და დაბალი ფასები შემოგვთავაზეს.- რა ბედი ელის თბილისის ძველ ზოოპარკს?- ჯერჯერობით, ზოოპარკი იქნება, შემდგომში არ ვიცი. ბინადრების ნაწილი გადავა ახალ ზოოპარკში, დანარჩენებისთვის ჯერ კიდევ ასაშენებელი იქნება პირობები, მაგრამ აქ არსებული პირობები აბსოლუტურად ნორმალურია. შეიძლება არ არის ისეთი ვარსკვლავური პირობები, როგორც თბილისის ზღვაზე მდებარე ახალ ზოოპარკში უნდა იყოს, მაგრამ ეს ზოოპარკიც სტანდარტებს ექვემდებარება. სწორედ ამიტომ არის დღეს სახეობების შეზღუდული რაოდენობა აქ. ძველ ზოოპარკში არსებული ცხოველები სტანდარტების შესაბამის პირობებში იმყოფებიან, განსაკუთრებით კვების თვალსაზრისით.- ქვეწარმავლებს რაც შეეხება…- ქვეწარმავლებისთვის ასაშენებელი არის ტერარიუმი. ამასთან, ყველაზე ძვირად ღირებული შენობა, რაც უნდა აშენდეს, ეს არის აკვარიუმი. გარდა ამისა, ე.წ. ტროპიკარიუმის მოწყობაც გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, რომ ეს იყოს ტროპიკული აზიის ძალიან საინტერესო ფაუნა, მაგრამ ეს ყველაფერი სამომავლო გეგმებია.- იგეგმება თუ არა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება?- ჩვენი ზოოპარკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ გადაშენების პირას მყოფის სახეობების აღდგენა არის. კავკასიის ფაუნა წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს. სულ 35 ცხელი წერტილი არის მსოფლიოში, აქედან ერთი არის კავკასია. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფაუნის არსებობა. ძალიან ბევრი სახეობა გადაშენების პირას იმყოფება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ასეთი სახეობების აღდგენა. აქედან ჩვენ გვყავს ირმები. თავდაპირველად, ერთი წყვილი ირმისგან დავიწყეთ და დღეს უკვე 22 სულიანი, გენეტიკურად კარგად ჩამოყალიბებული ჯგუფი გყავს, რომელიც ალბათ, ძალიან მალე გადავა ალგეთის ეროვნულ პარკში. გარემოს დაცვის სამინისტროს ველური ბუნების დაცვის დეპარტამენტის, ველური ბუნების დაცვის სააგენტოს, ბიომრავალფეროვნების სამსახურის მონაწილეობით დაწყებულია გარკვეული სამუშაოები. წელს აშენდება ე.წ. სარენტროდუქციო ვოლიერი და ჩვენი ირმების დიდი ნაწილი სწორედ ამ ვოლიერში გადავა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც აქ ადაპტაციას გაივლიან, ბუნებაში გაუშვებენ, ამას ჰქვია თანდათანობითი გაშვების მეთოდი. ასეთივე მდგომარეობაში გვყავს ნიამორები, რომელიც სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში საერთოდ გადაშენების პირას არიან, ერთეული ინდივიდები შემოდიან ხოლმე აჭარაში პერიოდულად. ამიტომ, ჩვენ შერჩეული გვაქვს ისეთი ადგილი, სადაც ნიამორების რეინტროდუქცია გვინდა. ასევე, დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომელიც გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. მაგალითად, ირემი გლობალურ დონეზე გადაშენების პირას მყოფი სახეობა არ არის, არც ნიამორი, მაგრამ დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, რადგან ჩვენი ენდემია, მას საკმაოდ შეზღუდული აქვს ტერიტორია. ამიტომ, მას აქვს გლობალური მნიშვნელობა. ამასთან, ჯიხვის აღდგენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. ჩვენ ჯიხვი ჩამოყვანილი გვყავს ფრანკფურტიდან, პარიზის ზოოპარკიდან, წელს მოგვყავს ჩეხეთისა და გერმანიის ზოოპარკებიდან დამატებით, რომ გენეტიკურად მდგრადი ჯგუფი შეიქმნას, შემდეგ უკვე ვიზრუნებთ მათ ბუნებაში დაბრუნებაზე. კიდევ ერთი პროექტი არის დომბა. ევროპული ბიზონი, ევროპის ყველაზე დიდი ცხოველი იყო, რომელიც 20-ე საუკუნის დასაწყისში მთლიანად გადაშენდა, შემდეგ პირველად აღდგა პოლონეთში, ასევე ბელარუსში და თითქმის მთელ ევროპაში მიმდინარეობს ამ სახეობის აღდგენა, მათ შორის ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში. ჩვენც ჩამოვიყვანეთ, ორი სახეობა იყო. იყო ევროპული დომბა, პოლონური და კავკასიური. ორი ნაშიერიც მივიღეთ შარშანწინ. ასევე, არსებობს გადაშენების პირას მყოფი სახეობების ეროვნული მოქმედების გეგმა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ეგიდით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიმუშავა და ჩვენც ჩართული ვიყავით. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ასევე, გვაქვს პროექტები ფრინველებთან დაკავშირებით.
საზოგადოება • 1710845640