• Ƀ/$

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

29 აპრილი 23:49 | INTERNET დაიჯესტი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 
 

ვერძი


მოსალოდნელია ფინანსური წარმატება, რაც მოგებას ან შენაძენს უკავშირდება. მამაკაცებს საინტერესო ნაცნობობა ან რომანტიკული შეხვედრა ელით. ქალებს ვარსკვლავები ურჩევენ, ერიდონ პარტნიორთან კამათს, რაც შეიძლება დიდი სკანდალით დასრულდეს.


კურო


ეცადეთ განვლილი ცხოვრება შეაფასოთ და ძველი შეცდომები გამოასწოროთ. გაითვალისწინეთ, რომ დაუსრულებელმა საქმეებმა შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ და ფინანსურად დაგაზარალოთ. კოლეგებთან ურთიერთობა არ აეწყობა, სამაგიეროდ, ძველი მეგობრების ან ნათესავებისგან სასარგებლო რჩევას მიიღებთ. დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება თქვენი ინტუიცია და შემოქმედებითი პოტენციალი.


ტყუპები


სავარაუდოდ, სამსახურში დაწინაურება გელით, თუმცა მანამდე ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი დავალება უნდა შეასრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მხოლოდ იმ საქმეებს შეეჭიდოთ, რომლებშიც კარგად ერკვევით. ერიდეთ ექსპერიმენტებს და კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ.


კირჩხიბი


თუ ამ კვირას სისულელეებს არ ჩაიდენთ, შეიძლება მიზანს უფრო დაუახლოვდეთ. ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და შემოქმედებითი გეგმების განსახორციელებლად. შესაძლოა, საყვარელ საქმესა და ოჯახურ მოვალეობებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ, რომ გაუგებრობაში არ აღმოჩნდეთ.


ლომი


მშვენიერი დღეა საკუთარი მდგომარეობის შეფასებისთვის. იდეები, რომლებზეც ბოლო დღეებში ფიქრობდით, სავარაუდოდ სწრაფ და მნიშვნელოვან შედეგს მოგიტანთ. ორგანიზატორული თვისებები დაგეხმარებათ ჩანაფიქრის განხორციელებაში.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის, ახალი ნაცნობობისთვის და საქმიანი კონტაქტების დამყარებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ჩანაფიქრის განხორციელებაში გავლენიანი ადამიანები დაგეხმარონ. ამ დღეს ნებისმიერ საქმეს ადვილად, დიდი ძალისმევის გარეშე გაუმკლავდებით.


სასწორი


ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის, ფიზიკური დატვირთვისთვის ან სუფთა ჰაერზე მუშაობისთვის. დროებით დაივიწყეთ სამსახურებრივი პრობლემებისა და ძველი საქმეების შესახებ. თქვენი წინააღმდეგობრივი ხასიათი შეიძლება გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე ცუდად აისახოს. ეცადეთ საკუთარ თავში გაერკვეთ, თორემ ოჯახურ უსიამოვნებებს ვერ ასცდებით.


მორიელი


ამ დღეს ინდივიდუალური მუშაობა ჯობს. ეცადეთ, ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი მშვიდად შეხვდეთ და დახმარების იმედი ნუ გექნებათ. სასურველია, საღამო მარტოობაში გაატაროთ და საყვარელი საქმით დაკავდეთ.


მშვილდოსანი


ეს დღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ექსპერიმენტებს ერიდოთ და ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ. შესაძლოა, ქალებს რომანტიკულ გატაცებასა და ოჯახურ მოვალეობებს შორის არჩევანის გაკეთება მოუწიოთ.


თხის რქა


ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. მოსალოდნელია გავლენიანი მფარველების გამოჩენა, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან. წარმატებას მოგიტანთ საქმე, რომელიც ინდივიდუალურ მიდგომას და შინაგან კონცენტრაციას მოითხოვს.


მერწყული


სიყვარულის დღეა. ვარსკვლავების განლაგება წარმატებას გპირდებათ. შესაძლოა, გაგება და მხარდაჭერა ისეთი ადამიანებისგან მიიღოთ, რომლებსაც საკუთარ მოკავშირეებად არასოდეს მიიჩბევდით. ოჯახური გარემო თავდაჯერებას შეგმატებთ და ოპტიმიზმით აგავსებთ.


თევზები


ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, ბავშვის ჩასახვისთვის, ახალი ნაცნობობისა და მოგზაურობისთვის. ახლო მეგობარი მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ და მის ერთგულებაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიმშვიდეს და ბედნიერებას მოგანიჭებთ.


წყარო


სხვა სიახლეები