• Ƀ/$

ორხევის დასახლებას ISUZU-ს მარკის 5 ახალი ავტობუსი მოემსახურება

22 ოქტომბერი 18:16 | ეკონომიკა

ორხევის დასახლებაში, №56 ავტობუსის ხაზზე, “ISUZU”-ს მარკის   ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. 8 მეტრიანი ავტობუსები  მგზავრებს ორხევის დასახლებიდან, ქეთევან წამებულის გამზირის გავლით,  მეტროსადგურ  ისნამდე გადაიყვანს. 

ახალი ავტობუსით  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.


„თბილისის მთავრობა მოსახლეობის გამართული მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად აქტიურად მუშაობს. მიმდინარეობს ძველი ავტობუსების, ახლით  ჩანაცვლების პროცესი. უახლოეს დღეებში სიახლე ლილოს დასახლებასაც შეეხება. ახალი ავტობუსებით, სამგორის რაიონის მოსახლეობა გადაადგილებას გაცილებით კომფორტულად შეძლებს, “ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.


ახალი ავტობუსით, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმაც იმგზავრეს.


თბილისის მერიამ ახალი, 8 მეტრიანი ავტობუსები მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შეისყიდა. აღნიშნული ავტობუსები სულ 53 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ISUZU-ს მარკის ავტობუსი  სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია  სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც  wifi მოდემი, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდეცირების და ვენტილაციის,  საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა და   usb-დამტენები.


მსგავს თემაზე:

ლილომდე და რუსთავამდე მიწიზედა მეტროს ხაზის დაფინანსებისთვის მოლაპარაკებები იწყება


თბილისის ავტოპარკს 60 ახალი ავტობუსი დაემატა


თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება


ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა



სხვა სიახლეები