• Ƀ/$

"კი ჩათლახია, მაგრამ იცი რა კარგი მშობლები ჰყავს…”

30 აპრილი 11:55 | INTERNET დაიჯესტი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მთავარ თემას უკრაინაში სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა–არდანიშვნა წარმოადგენს.

"დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ ყველაზე ძნელად გამოსასწორებელია არა კოვიდი, არა ის, რომ მსჯელობის მთავარ თემას უკრაინაში სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა–არდანიშვნა წარმოადგენს, არა ის, რომ ვიღაც თაღლითს, რომელსაც "სწრაფი ტესტები" გაფუჭებული პატეფონივით აქვს ჩახვეული ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, არა ის რომ არამზადათა გაერთიანება, რომლებიც ფსევდო და დამახინჯებულ ევროპულ, თუ ცივილიზებულ ღირებულებებს ცხვირში გვჩრიან და ისინიც ხელისუფლებისკენ იქაჩებიან, არა ის რომ "ნასედკას" იმხელა თავხედობა აქვს, რომ თავი უმაღლესი ინტელექტის მატარებლად წარმოაჩინოს, არა ის რომ ამდენი წელიწადი ქვეყანა ყალბ ქიმერებს მისდევდა, არამედ უმარტივესი რამ: ჩვენ არ უნდა დაგვეშვა ეს. არ უნდა გავმდგარიყავით განზე – მე პოლიტიკაში არ ვერევის ჩაბურტყუნებით, არ უნდა გვეთქვა – კი ჩათლახია, მაგრამ იცი რა კარგი მშობლები ჰყავს და კიდევ უამრავი რამ.


დღეს ყველაფერი სიკეთისკენ მიდის და თუ ჩვენმა ინფანტილურობამ ისევ არ გვძლია, როცა ყველაფერი მორჩება, ან ღამურას, ან ვირუსის გრაფიკულ გამოსახულებას მე პირადად დავუდგამ ძეგლს,"- წერს ჟურნალისტი.


 



სხვა სიახლეები