• Ƀ/$

დაბალბიუჯეტიანი Ryanair საქართველოს აეროპორტებში ფრენებს 6 ნოემბრიდან იწყებს

25 ოქტომბერი 11:00 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება. 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიანიჭა.


ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:


მილანი-თბილისი-მილანი - 6 ნოემბრიდან, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;


მარსელი-ქუთაისი-მარსელი - 7 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;


ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია - 9 ნოემბრიდან,  კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.


ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.


მსგავს თემაზე:

Ryanair-ით თბილისიდან ფრენების ფასი €20-დან დაიწყება


9 თვის მონაცემებით ავიაბაზარზე მგზავრთნაკადის რაოდენობის მიხედვით Wizz Air ლიდერობს



სხვა სიახლეები